ხელოვნება

უამინდობის გამო შეწყვეტილი Tbilisi Newcomers 2015 ბარ Riffer-ში გაგრძელდება

14 ივნისი, 2015 • • 1013
უამინდობის გამო შეწყვეტილი Tbilisi Newcomers 2015 ბარ Riffer-ში გაგრძელდება

ლაივის დასრულების შემდეგ გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული, რომელიც Tbilisi Open Air-ზე შეძლებს გამოსვლას. 

 

კონცერტზე თამაშდება ფესტივალის 10 აბონიმენტი, თუმცა თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე მხოლოდ 3 გამარჯვებული დასახელდა, დარჩენილი 7-ის ვინაობას მსმენელი Riffer-ში გაიგებს.

 

პროექტი Tbilisi Newcomers  4 ეტაპისგან შედგება: შესარჩევი ეტაპი, Showcase, ფინალური შოუ-კონცერტი და გამარჯვებული ბენდების მონაწილეობა ფესტივალზე Tbilisi Open Air 2015. 

 

შოუქეისების შემდეგ გამოვლინდა 10 ბენდი: Asea Sool, Backwarmer, Contact, FrikkOneSees, Friendly Moscquito, Illuminated, Insect Instinct, Seva, Strawberry Fields, TAZTHROB, Third Side Justice და Vanila Cage, რომელებიც ფესტივალზე მოსახვედრად იბრძვიან. 

 

ფოტო: Tbilisi Open Air Alter/Vision

მასალების გადაბეჭდვის წესი