ხელოვნება

საია: მინისტრი უფლებამოსილია, საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინოს

31 იანვარი, 2014 • • 1342
საია: მინისტრი უფლებამოსილია, საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინოს

კულტურის მინისტრს ამგვარი უფლებამოსილება იმ შემთხვევაშიც აქვს, თუ არქეოლოგიური ობიექტის კულტურული მნიშვნელობა ჯერ არ არის შესწავლილი, და ამიტომ “კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აცხადებს საია.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში აღნიშნულია: 

“თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა,  ასევე, როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფლებამოსილია, მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში”.

 

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ ინფორმაციაზე საყდრისის შესაძლო დაზიანების შესახებ. ასევე, სამინისტროს განცხადებაზე, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები არ დაუშვეს ძეგლზე. ორგანიზაციის მტკიცებით, საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის შეტანა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მას უკეთესად დაიცავს. 

 

“მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემა და ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილი რეჟიმის გავრცელებას, რაც არსებითად გაზრდის საყდრისი-ყაჩაღიანის დაცვის შესაძლებლობას.”

საია მიიჩნევს, რომ გაგარძელდეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის კვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდება საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის ღირებულება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი