ხელოვნება

ყველაზე დიდი ქართული საიტი, რომელიც ერთ მწერალს ეძღვნება

18 ნოემბერი, 2013 • • 2244
ყველაზე დიდი ქართული საიტი, რომელიც ერთ მწერალს ეძღვნება

საიტის პრეზენტაცია ”საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში” შედგა. როგორც მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, ვებ–გვერდისთვის მასალების მოგროვება და ატვირთვა წელიწადნახევარია მიმდინარეობს და ამ დროისთვის მასალების 80% საიტზე უკვე განთავსებულია.

ლაშა ბაქარაძე
ლაშა ბაქარაძე

“ეს არის ყველაზე დიდი საიტი საქართველოში, შესაძლოა მსოფლიოშიც კი, რომელიც ცალკეულ მწერალს ეძღვნება. ამჟამად საიტზე განთავსებულია 2000 ლექსი და ამ ლექსის სხვადასხვა ვარიანტია. 600 დღიური, 130–ზე მეტი დოკუმენტი, 200–ზე მეტი მისივე ჩანახატი, 250 პირადი წერილი, 100 განცხადება, მაგალითად, გალაკტიონის პოეტების მეფედ არჩევის 22 ბიულეტენია, 85 წერილი გალაკტიონისადმი, 50 მოსაწვევი, 500 ფოტო და კიდევ უამრავი მასალა”, – აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

მისი თქმით, გარდა იმ მასალებისა, რაც ლიტერატურის მუზეუმს გააჩნდა, დოკუმენტები მოიძიეს გალაკტიონის ჭყვიშის და თბილისის სახლ–მუზეუმებში, ლიტერატურის მუზეუმს მასალა მიაწოდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო-ეროვნულma ფონდმა და საქართველოს ეროვნულმა არქივმაც.

“მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რუბრიკა ბიბლიოთეკა, აქ მოცემულია ის, რაც იყო გალაკტიონის ბიბლიოთეკაში. მე ვფიქრობ, თუკი მწერალზე ან ნებისმიერ პიროვნებაზე გვინდა შევიქმნათ რაღაც გარკვეული აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა წიგნებს კითხულობდა. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვაქვს გალაკტიონის ბიბლიოთეკა მუზეუმში და წიგნების სახელები ატვირთულია საიტზე, არა მხოლოდ სახელები, არამედ თუკი ამ წიგნებზე არის გალაკტიონის ჩანაწერები, კომენტარები და შენიშვნები, ასევე არის ეს დასკანერებული და ამის ნახვაც შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს”, – აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

 

მისივე თქმით, საიტი ინოვაციურია იმითაც, რომ აქვს ე.წ. “თაიმლაინი”, რომლის საშუალებითაც მასალების ნახვა წლებისა და თვეების მიხედვითაა შესაძლებელი:

“მომავალში ძალიან გვინდა, რომ გავაკეთოთ საიტის ინგლისური ვერსიაც. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ლექსები ვთარგმნოთ, მაგრამ საბარია იმაზე, რომ ბიოგრაფიული მონაცემები, ფოტოს აღწერები და მნინიმალური ინფორმაციის გაცნობის საშუალება ინგლისურადაც მიეცეს არაქართულენოვან მკითხველს”, – ამბობს ლაშა ბაქრაძე. მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ საიტს დაემატოს ბმულები, რომლითაც მომხმარებელს ამა თუ იმ ლექსის თარგმანის ნახვა შეეძლება.

 

საიტზე განთავსებულ ყველა მასალას სპეციალური ნომერი აქვს მინიჭებული, რომელიც მკვლევარებისთვის მათი ორიგინალების მოძიებას აადვილებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი