მარჯანიშვილის თეატრში ნიკა რურუას განცხადებას არ ადასტურებენ

მარჯანიშვილის თეატრში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეატრი ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას აღარ მიიღებს.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრიში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეატრი ბიძნა ივანიშვილისგან დაფინანსებას აღარ მიიღებს:

“ჩვენს თეატრში მსგავსი არაფერი არ ხდება, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ”, – განაცხადეს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ თეატრის მმართველებმა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე უარი თქვეს.

ნიკა რურუას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის გამო, თეატრების მმართველებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნეტგაზეთი