ეკონომიკა

№46 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები

18 ნოემბერი, 2010 • • 1084
№46 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები

2010 წლის 18 ნოემბერს ეროვნული ბანკის 91-დღიან 46-ე სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები  რვა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.98%-ით, მაქსიმალური 9.82%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.54%–ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ წინა  91-დღიან 45-ე სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი კი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.57%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.43%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი