ეკონომიკა

სამცხე-ჯავახეთის ახალი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

26 ოქტომბერი, 2010 • • 1079
სამცხე-ჯავახეთის ახალი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

წალკა-ნინოწმინდა-ახალქალაქის 230 კილომეტრიან მაგისტრალზე 23 ხელოვნური ნაგებობის, მათ შორის, 15 ხიდისა და 8 მილ-ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მოეწყო  სანიაღვრე სისტემები, დამონტაჟდა წყალგამტარი მილები,  გზის სავალ ნაწილზე კი  ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.  

პროექტზე 2000-მდე ადამიანია დასაქამებული, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეა. 

პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან ახალქალაქამდე  მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათამდე შემცირდება, მაშინ, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ამ გზის გავლას 8 საათი სჭირდებოდა.  რეაბილიტირებული გზის გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი