ეკონომიკა

მთავრობისგან დაფინანსებული ფარმაცევტული საწარმოს კავშირები ხელისუფლებასთან

25 ნოემბერი, 2015 • • 3249
მთავრობისგან დაფინანსებული ფარმაცევტული საწარმოს კავშირები ხელისუფლებასთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულებაა 4 მილიონი აშშ დოლარი.

“ეს იქნება რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით დაამზადებს აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს”, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

მთავრობისვე ცნობით, პირველ ეტაპზე უშუალოდ ფარმაცევტულ საწარმოში 50 ადამიანამდე დასაქმდება. ეტაპობრივად ეს ციფრი გაორმაგდება, სეზონურად კი შემდეგი წლიდან 500-600 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

 

საწარმო დაპროექტებულია გერმანელი და ქართველი ინჟინრების მიერ. კონსულტანტები არიან ევროპის წამყვანი სპეციალისტები ფარმაკოგნოზიაში.

 

კომპანია “ინნოვასს” ოთხი დამფუძნებელი ჰყავს. კომპანიაში 40-40% წილს ფლობენ დავით ებრალიძე და კახა გიუაშვილი. 

 

დავით ებრალიძე, რომელიც იმავდროულად არის შპს “ინნოვას” დირექტორი, არის რამდენიმე კერძო კომპანიის დამფუძნებელი, მათ შორისაა შპს ნატურალ მედიქალ პროდაქთ, შპს ვეისმარკ მედიქალ, შპს მადლობა, შპს შტოლცფარმა, შპს RALID-GEORGIA. რამდენიმე კომპანიაში ის გახლავთ სოსო (სიმონ) ზაზაშვილის ბიზნესპარტნიორი. თავის მხრივ, ზაზაშვილი განაგებდა საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მეგობრის ლუხუმ კაპანაძის ფარმაცევტულ კომპანიას ბათუმში “ბათფარმას”. ამასთან, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ზაზაშვილი არის წინა ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებული ბიზნესმენების (იაგო ჩოჩელი, ნიკოლოზ შაქარიშვილი, უჩა კაპანაძე) კუთვნილი შპს “ბერტას” დირექტორი. ზაზაშვილი არის შპს სითი ფარმას, შპს შენი აფთიაქის წილების მფლობელიც. 

 

კახა გიუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო 2004-08 წლებში პარტიიდან “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, რომელიც ამჟამად კოალიცია “ქართული ოცნების” შემადგენელი ერთ-ერთი სუბიექტია. ბოლოს, 2008 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიუაშვილი არის სს “ინტელექტბანკის”, შპს “გემოლოგიის ინსტიტუტის” და შპს “ჯორჯიან თაიმსის” პარტნიორი. 


კომპანია “ინნოვასში” 10-10%-ს ფლობენ კახაბერ ამაღლობელი და თეა კვირიკაშვილი.

 

კახაბერ ამაღლობელი არის პარლამენტის წევრ დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული შპს “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ყოფილი ფინანსური დირექტორი. ამაღლობელი გასულ წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო, იმ პერიოდში ბეჟუაშვილი ასევე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელა საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი