ეკონომიკა

ფსიქიატრიული საავადმყოფო გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში

12 თებერვალი, 2010 • • 1883
ფსიქიატრიული საავადმყოფო გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში

ეკონომიკური განვითარების სამინსიტროს გასაყიდად კიდევ ერთი საავადმყოფო გამოაქვს. ამჯერად იყიდება ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული კლინიკის  შენობა-ნაგებობები და მათზე დამაგრებული 32 935 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

ინფორმაციას ობიექტის პრივატიზების თაობაზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე ნახავთ, სადაც გასაყიდ ფასად 2 მილიონ 400 ათასი დოლარია დასახელებული.

აუქციონი 11 მარტს არის დანიშნული. თუმცა მანამდე ცნობილი ხდება ის პირობები, რომლის საფუძველზე გასცემს პრივატიზაციას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აღნიშნულ ობიექტს.

ეს პირობებია: საპრივატიზებო თანხის 50%-ის დაფარვა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი 50%-ის – 2010 წლის 1 სექტემბრამდე, ასევე “ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” ბაზაზე 120, “ფსიქიატრიის ინსტიტუტის” საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე 100 საწოლიანი კლინიკის მოწყობა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე 100 საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფარის მოწყობა.

განსხვავებით მეცხრე საავადმყოფოსგან, რომელიც ასევე გასაყიდად არის გამოტანილი, არ არის მითითებული ვალდებულებების ნუსხაში, თუ რამდენი ხნით უნდა შეუნარჩონოს მყიდველმა პროფილი საავადმყოფოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი