ეკონომიკა

ამერიკის საგარეო ვალი 14 ტრილიონ დოლარს აჭარბებს

5 თებერვალი, 2010 • • 4560
ამერიკის საგარეო ვალი 14 ტრილიონ დოლარს აჭარბებს
ამერიკა საბიუჯეტო ხარჯებს არ ამცირებს და საგარეო ვალს ზრდის. ქვეყნის წარმომადგენლობითმა პალატამ სახელმწიფო ვალი 1,9 ტრილიონი დოლარით გახარდა.
ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკის საგარეო ვალი 14 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დოკომენტს ხელს მოაწერს. 
ამ დრომდე ამერიკის ყველაზე მსხვილ კრედიტორად ჩინეთია მიჩნეული.თავის მხრივ ჩინეთს ფინანსური პრობლემები აქვს. ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ, რომ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ფინანსურად არის გაბერილი და არ არის გამორიცხული ამ მიზეზით ახალი ეკონომიკური კრიზისის ტალღა დაიწყოს. 
2009 წლის ბოლოს ჩინეთის კომერციული კრედიტების მოცულობამ 5,85 ტრლნ დოლარია, რაც 32 პროცენტით 2008 წელთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი