რა ჭირდება თურქეთს საქართველოდან და რა_ საქართველოს თურქეთიდან

2009 წელს საქართველოსთან საგარეო ვაჭრობის კუთხით უსმხვილესი პარტნიორი ქვეყანა თურქეთია. საინტერესოა თუ რა კატეგორიის პროდუქციის ექპორტი და იმპორტი ხორციელდება ორ ქვეყანას შორის ყველაზე დიდი რაოდენობით.

სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საქართველოს საგარეო ვაჭრობას 2009 წელს ეხება, ვიგებთ, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში იმპორტი თურქეთიდან, ხორციელდება სამკურნალო საშუალებების. 298.2 ტონა სამკურნალო საშუალებები მხოლოდ 2009 წელს იქნა იმპორტირებული. ჩამონათვალში მეორე ადგილზეა სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ან სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდი, ხოლო მესამე ადგილზე კი ცემენტი.

რაც შეეხება ექპორტს, საქართველოდან თურქეთში საექსპორტო საქონელში, პირველ პოზიციაზე ფერადშენადნობებია, რომელიც წლის მანძილზე 89 467.7 ტონა იქნა გატანილი. მეორე ადგილზეა შავი ლითონების ჯართი, ხოლო მესამეზე კი ზეთოვანი კულტურების თესლების ფქვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ (თუთა) ჩხეიძე