ახალი ამბები

ზუგდიდში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

25 იანვარი, 2014 • • 1133
ზუგდიდში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

“Hold on Ukraine, Victory is near”, “თავისუფლება უკრაინას” – აღნიშნული ტრანსპარანტები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს. აქციაზე ასევე ფრიალებდა საქართველოსა და უკრაინის დროშები. მონაწილეებს დამაგრებული ჰქონდათ უკრაინის დროშის გულსაბნევები.

 

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ასპექტით საქართველოს ევროპული მომავალი დღეს წყდება უკრაინაში. არ შემიძლია ხმა არ შევუერთო ამ აქციას და ვისურვებდი, რომ მომავალში ეს აქციები კიდევ უფრო ხალხმრავალი იყოს. არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აღტაცება მათი ვაჟკაცობით”– აცხადებს აქციის ერთ–ერთი მონაწილე. 


უკრაინაის მხარდამჭერი აქცია არერთხელ გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის ყოფილ შენობასთან და უკრაინის საელჩოსთან. აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ უკრაინელ ხალხს, რომლებიც, მათი განცხადებით, უკრაინის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. მოგვიანებით აქციები იმ კანონის გამო განახლდა, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის აკრძალვას გულისხმობს. საპროტესტო ტალღას უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი