ახალი ამბები

“არჩევნები – ერის შემოქმედი” – გამოფენა პარლამენტში

29 ნოემბერი, 2013 • • 1048
“არჩევნები – ერის შემოქმედი” – გამოფენა პარლამენტში

 

საქართველოს ეროვნული არქივისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით მომზადებულ გამოფენაზე პოლიტიკური პლაკატები, პრესა, ფოტო და ვიდეომასალები იყო წარმოდგენილი. გამოფენას პარლამენტსი წევრები ,არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციებისწარმომადგენლები დაესწრნენ.

 

„არის ძალიან საინტერესო გამოფენა. პირველი გამოფენა ცესკოში არჩევნების წინ გაიმართა. უნიკალური მასალაა, რომელიც აჩვენებს, რომ არჩევნები არის ერის შემოქმედი და როგორ ვითარდებოდა წლების მანძილზე ჩვენი საარჩევნო ისტორია. დარწმუნებული ვარ ის არჩევნები, რომელიც სულ ახლანას ჩატარდა, ასევე მოხვდება ჩვენს აუხლეს ისტორიაში და ჩვენს მომავალ თაობებს ეცოდინებათ როგორ განვითარდა საქართველოში არჩევნები, დღეს სად ვართ და სად ვიყავით რამდენიმე წლის წინ,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

 

ანალოგიური გამოფენა ხვალ 30ნოემბერს, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გარელერეაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი