ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ჩვენ დაინტერესებული ვართ ინტენსიური ვაჭრობით როგორც ევროკავშირის, ისე დსთ-ს ქვეყნებთან

28 ივნისი, 2014 • 1324
ფანჯიკიძე: ჩვენ დაინტერესებული ვართ ინტენსიური ვაჭრობით როგორც ევროკავშირის, ისე დსთ-ს ქვეყნებთან

 

“ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო გადაჰყავს სულ სხვა რეჟიმში ეკონომიკის და ვაჭრობის მხრივ. 9 ივლისს ზურაბ აბაშიძისა და ბატონი კარასინის შეხვედრა გაიმართება, იქამდე კი ექსპერტების დონეზე მოხდება პოზიციებისა და იმ ახალი რეგულაციების შეჯერება, რომლებიც საქართველოსთვის იხსნება და მათი თანხვედრა იმ თავისუფალ რეჟიმთან, რომელიც საქართველოს აქვს დსთ-ს ქვეყნებთან.

 

 

ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ინტენსიური ვაჭრობა გვქონდეს, როგორც ევროკავშირის, ისე დსთ-ს ქვეყნების მიმართულებითაც, შესაბამისად ახლა უნდა დავსხდეთ და შევხედოთ რამე ხომ არ შეიცვალა მას მერე, რაც საქართველოო ახალ სავაჭრო სივრცეს შეუერთდა.

 

 

ჩვენი მოლოდინი სამიტისგან, არსებული ორი ფორმატის გარდა, რომელიც არის წლიური ეროვნული გეგმა და ნატო-საქართველოს კომისია, ჩვენ ვიღებთ ახალ არსებით პაკეტს, რომელიც ხუთი მიმართულებით განვითარდება. დეტალები მოლაპარაკებების პროცესშია, თუმცა გარკვეული საკითხები უკვე არის ცნობილი. ეს მთლიანობაში საქართველოს მოამზადებს ნატოს წევრობისთვის, ეს არის უპრენცენდენტო პაკეტი (ეს თვითონ ნატოს სიტყვებია და არა ჩემი), რომელიც არც ერთ იმ სახელმწიფოს არ ჰქონია, რომელიც ნატოს წევრი გახდა. საქართველო იქნება ინსტიტუციურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად დაახლოებული ნაატოსთან და ეს ყველაფერი სათანადოდ აღინიშნება იმ კომუნიკეში, რომელსაც უელსის სამიტზე მიიღებენ. უელსის სამიტზე გაჟღერდება პოლიტიკური გზავნილი იმის თაობაზე, რომ საქართველოში მოხდა ძალიან დიდი პროგრესი და რომ იგი ყველანაერად იმსახურებს ინტეგრაციის ახალ საფეხურს” – განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი