ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვალა დასავლეთიდან რუსეთისკენ — ქართველი დიპლომატები

29 აპრილი, 2024 •
„ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვალა დასავლეთიდან რუსეთისკენ — ქართველი დიპლომატები

60-მდე ქართველი დიპლომატი „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებად აფასებს. მათი შეფასებით, მმართველმა პარტიამ შეგნებულად გადაუხვია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას.

საერთო განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 აპრილს გაავრცელეს, ისინი აღნიშნავენ, რომ ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი გზა პროტესტი და „უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირებაა“.

დიპლომატები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩებად და დესპანებად მუშაობდნენ, იყვნენ მრჩევლები და მინისტრებიც კი, აცხადებენ, რომ წლები დაუთმეს „ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას”. ახლა ისინი შეახსენებენ მათ კოლეგებს – საჯარო თუ დიპლომატიური სამსახურებში ამჟამად მომუშავე ადამიანებს, რომ “ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს“.

დიპლომატების შეფასებით, საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა ასეთი ნათელი და მორალურად ცხადი, თუ რა არის სწორი გზა.

„ამერიკელი სენატორების წერილი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი, ევროკომისრის, ნატოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და საქართველოს ბევრი სხვა მეგობრის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.

ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ. ამ ცვლილების შესაჩერებლად ერთადერთი გზა არის ყველა პატრიოტი ადამიანის მხრიდან ხმის ამოღება, პროტესტის დაფიქსირება და უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირება“ ,— ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი დიპლომატები:
1. ეკა აკობია, მრჩეველი
2. გიორგი ბადრიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
3. ვიქტორია ბაიკოვა, მრჩეველი
4. ზურაბ ბატიაშვილი, უფროსი მრჩეველი
5. დავით ბაქრაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
6. გიორგი ბოკერია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
7. კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
8. მამუკა გამყრელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
9. პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
10. კახა გოგოლაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
11. თორნიკე გორდაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
12. გიორგი გორგილაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
13. გიორგი გუგუნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
14. ჯაბა დევდარიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
15. ნიკოლოზ ვაშაკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
16. გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
17. თემურ იაკობაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
18. ხათუნა იოსავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
19. ნინო კალანდაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
20. სერგი კაპანაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
21. არჩილ კეკელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
22. ზურაბ კვაჭაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
23. გიგი კუბლაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
24. მამუკა კუდავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
25. ალექსანრე ლაცაბიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
26. ტარიელ ლებანიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
27. ია მახარაშვილი, საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
28. ივანე მაჭავარიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
29. გეგა მგალობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
30. ანზორ მელაძე, უფროსი მრჩეველი
31. ლევან მეტრეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
32. ეკატერინე მიქაძე – მაიერინგი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
33. გიორგი მუჩაიძე, უფროსი მრჩეველი
34. ნინო ნაკაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
35. გიორგი ნიკოლაიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
36. დავით ნარდაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
37. დავით ნოზაძე, მრჩეველი
38. ალექსი პეტრიაშვილი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
39. მამუკა ჟღენტი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
40. დავით რაქვიაშვილი, უფროსი მრჩეველი
41. სალომე სამადაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
42. ეკა სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
43. ვასილ სიხარულიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
44. ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
45. ინგა ფალიანი-დიტრიხი, უფროსი მრჩეველი
46. გიორგი ფანიაშვილი, უფროსი მრჩეველი
47. თენგიზ ფხალაძე, საქართველოს IV პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი
48. შოთა ღვინერია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
49. ნატა ქორიძე, უფროსი მრჩეველი
50. ბათუ ქუთელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
51. ნინო ჩაჩავა, უფროსი მრჩეველი
52. ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
53. მანუჩარ წოწონავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დეპანი
54. ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
55. გიორგი ხოშტარია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
56. გაიოზ ჯაფარიძე, უფროსი მრჩეველი
57. თედო ჯაფარიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი