ახალი ამბები

‘ოცნებიდან’ ‘ნაცმოძრაობის’ მხარდამჭერის ცემის ფაქტს ეხმაურებიან

9 ოქტომბერი, 2012 • 1121
‘ოცნებიდან’ ‘ნაცმოძრაობის’ მხარდამჭერის ცემის ფაქტს ეხმაურებიან

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ თავდამსხმელები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან და აღნიშნული ბრალდებებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერები უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ.

 

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის პიროვნებები არანაირად არ იყვნენ აღჭურვილი „ქართული ოცნების“ ან მაისურებით, ან რაიმე ტიპის სხვა რეკვიზიტებით, არც მათი სახელები იციან და არც ვიდეოჩანაწერი არსებობს. საიდან გადაწყვიტეს, რომ ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ. უდანაშაულობის პრეზუმფციას ისევ არღვევს ნაციონალური მოძრაობა. ნებისმიერს ადებენ ხელს ისე, რომ გამოძიების დასრულებას არ ელოდებიან,”- ამბობს “ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო კობახიძე. 

 

მისივე განმარტებით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ნებისმიერი უნდა დაისაჯოს, თუკი გამოძიება მის დანაშაულს დაამტკიცებს. 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კი უკვე მიმართეს  “ქართული ოცნებას”, რათა მათ თავიანთ აქტივისტებს ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავებისკენ მოუწოდონ. 

 

“გვინდა ვთხოვოთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, გააფრთხილონ თავიანთი აქტივისტები, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ჩვენ ჩვენებს ვეუბნებით, მათ თავისებს უთხრან,”- განაცხადა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გიგი წერეთელმა. 

 

“მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ნაძირლები მათში არიან ძალიან ცოტა,”- ამბობს დავით საყვარელიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

 

შეგახსნებთ, რომ ცოტნე გვასალია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, გუშინ, 8 ოქტომებრს, რომელიც ქალა– ტვინის ტრავმით სამედიცნო დაწესებულებაში მოხვდა, აცხადებს, რომ მას ქუჩაში 5 უცნობი პიროვნება დაესხა თავს. 

 

“მითხრეს, რომ ნაციონალური მოძრაობის დრო დამთავრდა, ჩვენი დრო მოვიდა ახლა, “- ამბობს დაზარალებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი