ახალი ამბები

14 აპრილის ანონსი

14 აპრილი, 2015 • • 1518
14 აპრილის ანონსი

10:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ინკლუზიური პროფესიული განათლების მეორე საერთაშორისო კონფერენციას: “შექმენი შესაძლებლობა” გახსნის.
მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”

10:30 “მძლეოსნობის განვითარების კავშირის” პრეზიდენტი ბესო გოცირიძე, ვიცე პრეზიდენტი დავით ჯარაშნელი და გენერალური მდივანი თამარ შანიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: პრობლემები სპორტის სამინისტროსთან და მინისტრ ლევან ყიფიანის პასუხისმგებლობის საკითხი.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

10:30 კომპანია “თეგეტა მოტორსსა” და სსიპ “მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი #5, მეოთხე სართული

11:00 კომპანია “თელასი” დაბა წყნეთში, ,,ვერა-ვაკეს” ფილიალის ახალ ოფისსს გახსნის. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი/ენერეტიკის მინისტრი კახა კალაძე, “ინტერ- რაოს” ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და “თელასის”გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრებიან.
მის: დაბა წყნეთი, დავით აღმაშენებლის ქ. №4

11:00 მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:00 “პირველ პრესკლუბში” დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

11:00 პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ფიზიკოსი რამაზ ქანთარია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ცოდნაში ნაკლულობა – გაეროს ქვეყნების ზეინფორმირება.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში 10 წლის მედეა დავითურის დედა-ქეთევან ბარბაქაძე და “თავისუფალი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ოთარ ბექაური მედეა დავითურის მდგომარეობის გაუარესების საკითხზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფის” ხელმძღვანელი და კომპანიის ადვოკატი გოჩა სვანიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: “აი სი ჯგუფსა” და შპს “ადითს” შორის სამედიცინო მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებული სასამართლო დავა და საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის დაინტერესება.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: პროკურატურის ახალი დეპარტამენტი – ბადაშვილი პარლამენტში, ვახტანგ ხმალაძის ახალი ინიციატივა, საოკუპაციო ზოლზე არსებული მდგომარეობა, ახალი სახეები ქართულ ოცნებაში.

12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის “ცოცხალი წიგნების” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კურატორი მარიამ წიკლაური.

13:00 პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13:00 პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრება.
მის: გუდიაშვილის ქ. №7 (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი)

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ზურაბ ჭავჭავაძის შვილი ნინო ჭავჭავაძე მედიაში გავრცელებულ ე.წ. ღირსების სასამართლოსთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

14:00 წიგნის სახლ “ლიგამუსში”, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას გამართავს.
მის: ჭავჭავაძის გამზ. №32

14:00 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

14:00 საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში გაიმართება ტურიზმის საერთაშორისო გამოფენისადმი Caucasus Tourism Fair 2015 მიძღვნილი პრესკონფერენცია.
მის: წერეთლის გამზ. #118

14:00 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
ქობულეთი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზი

15:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

16:00 დედა ენის ბაღში გაიმართება აფხაზთა კრების ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია – დაიცავი დედა ენა! აქციის მონაწილეები გალში ქართულად სწავლების აკრძალვას გააპროტესტებენ.

16:30 პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დანიის სამეფოს, პოლონეთის რეპუბლიკის და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

18:00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთენოვანი – ქართულ-მეგრულ-ლაზურ-სვანურ-ინგლისური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

14 აპრილი
14 აპრილი

მასალების გადაბეჭდვის წესი