ახალი ამბები

ენმ პანორამა თბილისის საკითხის განხილვაში საკარებულოს ჩართვას ითხოვს

3 თებერვალი, 2015 • • 1195
ენმ პანორამა თბილისის საკითხის განხილვაში საკარებულოს ჩართვას ითხოვს

“გამომდინარე იქიდან, რომ საკითხის განხილვამ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლა, უზრუნველყოფილი იყოს სამწევრიანი ჯგუფის მუდმივი ჩართულობა ეკონომიკის სამინისტროში. შეუძლებელია, ქალაქში ასეთი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდეს და მასში საკრებულო არ იყოს ჩართული,”- აცხადებს აბესაძე.

 

რესპუბლიკური პარტიის საკრებულოს წევრის, ტრისტან ჯინჭარაძის განცხადებით, განხილვებში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება, საკრებულო  ჩართული იქნება. 

 

განსხვავებული მოსაზრება აქვს საკრებულოს წევრს, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს ნუგზარ მალაღურაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ საკრებულოს ჩართვა ამ პროცესში ზედმეტია, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტრო ყველა პროცედურას ისედაც განახორციელებს. 

 

“ეკონომიკის სამინისტროში განხილვა იმიტომ ხდება, რომ მეხუთე კატეგორიის მშენებლობაა, თავისი ტექნიკური დავალებებით, დასკვნების მოთხოვნით. უფრო მეტი მოთხოვნები აქვს მეხუთე კატეგორიის მშენებლობას, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ჩართულობა არავითარი პრობლემა არ არის. გამოდის, კონტროლის კონტროლი უნდა ვიყოთ”, – განაცხადა მალაღურაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი