ახალი ამბები

სააკაშვილი: გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

14 იანვარი, 2015 • 3242
სააკაშვილი: გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
 

 

“ჩემი მეგობარი გია გეწაძე დაინიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო არა მხოლოდ მათთვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს”, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. 

 

თუმცა გეწაძე სააკაშვილის მთავრობაში 2005 წლის შემდეგ აღარ მუშაობდა. 

 

2003 წელს გია გეწაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2004 წელს იყო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში. 2004-2005 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ამ დროის შემდეგ ის საადვოკატო საქმიანებოას ეწეოდა, უკანასკნელ დროს კი მუშაობდა ილიას უნივერსიტეტში. 

გია გეწაძე
გია გეწაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი