ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს

26 მარტი, 2014 • • 1928
მიხეილ სააკაშვილი ჟვანიას საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს

თუმცა, როგორც სააკაშვილმა რუსთავი 2–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არც ერთი შედის მთავრობის ინტერესში და არც მეორე, რადგან სიმართლის სწრაფად გარკვევით ისინი ამ თემით მუდმივად სპეკულირების შესაძლებლობას დაკარგავენ. სააკაშვილის თქმით, FBI-იმ მოკვლევა პირადად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დავალებით ჩაატარა, რადგან ეს უკანსკნელი ფიქრობდა, რომ “ჟვანია რუსების მოკლული იყო”.

 

“მთელი ეს ლაპარაკი, რომ რაღაცა არის ისეთი, რაც ზურას შესახებ იმალება. თქვენ როგორ გგონიათ, ჟვანიას, რომელსაც წარმოუდგენელი რაოდენობის მეგობრები ჰყავდა… ყველა მისი მეგობარი პირში წყალს ჩაიგუბებდა, იქ რომ რაღაც სხვა ყოფილიყო?! მე ვიყავი მისი ერთ–ერთი მეგობარი. ზურამ აღმომაჩინა ამერიკაში, ჩამოვიდა ჩვენთან, იატაკზე ეძინა, რაღაც ერთოთახიანი ბინა გვქონდა მე და სანდრას. მე შევარდნაძე ძალიან არ მიყვარდა და მითხრა, რომ ახლა არის მომენტი და ჩვენ მოვნახავთ გზას, რომ შევარდნაძის გვერდის ავლით მაინც რაღაცებს გავაკეთებთო.  მართალი აღმოჩნდა. მე ზურაბ ჟვანიას მიმართ მაქვს ძალიან დიდი მადლიერების განცდა. ჩვენ გვაკავშირებდა ნათელი, პრაქტიკულად უღრუბლო მეგობრობა”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ პრემიერის გარდაცვალება მისთვის წარმოუდგენელი შოკი იყო:

 

“ჩემი ინიციატივა იყო ჟვანიას გაპრემიერება. იმ საღამოს, იმ ღამის წინ, როცა ეს უბედურება მოხდა, მე მას რამდენჯერმე ვესაუბრე. საღამოს 22:00 საათზე ვნახე ბოლოს და  ძალიან ბედნიერი იყო. ეს არასოდეს დამავიწყდება. მერე დამირეკა მისმა დაცვის თანამშრომელმა კობა ხარშილძემ, რომელიც ახლა დაჭერილია, რომ ეს უბედურება მოხდაო. კარგად მახსოვს დრო  – დილის 4 საათი, მაშინ ბუში გამოდიოდა კონგრესში.  სანდრა მედგა გვერდით, ტელეფონი რომ შემოიტანეს… რეკავდა ზურას ტეელფონით და რომ ავიღე, ხო ზურა–მეთქი ვუთხარი, მითხრა ზურა არ ვარ და ეს ამბავი მოხდაო. ეს იყო წარმოუდგენელი შოკი ჩვენთვის. მე მახსოვს, რომ 6 თვე ყველაფრიდან ამოვარდნილი ვიყავი. ერთი, რაც დიდი დარდი მაქვს ზურასთან დაკავშირებით, ეს არის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში აღარ და ვეღარ ვნახე მისი დედა რემა, რომელიც ყველა ჩვენგანის დედა იყო, ყველას გვივლიდა”, – აღნიშნა მან და ეს ფაქტი ასე ახსნა:

 

“როცა ზურაბი გარდაიცვალა, გარკვეული ხნის შემდეგ მისმა ოჯახის წევრებმა უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს, ძმამ, მეუღლემ. მე მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა, მე ვუთხარი, ნინო, რაზეა საერთოდ ლაპარაკი, შენ ხომ შემთხვევის ადგილზე იყავი, ნახე ყველაფერი როგორც იყო, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს, ან რაღაც სხვანაირად არის თუ რა ხდება–მეთქი. არ მგონიაო–მითხრა. შენთან რა პრეტენზია შეიძლება რომ მქონდესო, მაგრამ ზურას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ხომ იცი, რომ ბევრი ფული ჰქონდაო. მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს ფული და არ მგონია, რომ ზურაბს ჰქონოდა ფული–მეთქი, საიდან მოიტანე–მეთქი. ერთ–ერთმა მითხრაო, რომ 2 დღით ადრე მას ძალიან დიდი თანხა მისცაო და იმ თანხის ნაწილი მაინც მინდა, რომ ამოვიღო, რადგან ალბათ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივიდოდით,  წაიღეს ეს თანხაო. მე ვუთხარი, გამოდს, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ და ჩვენ ვერ შევთანხმდებით–მეთქი. მერე გავარკვიე, რომ, როგორც ჩანს, პატარკაციშვილმა უთხრა [ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე–ჟვანიას], რომ გარდაცვალბემადე 2 დღით ადრე მისცა ბევრი ფული. ეს გააკეთა შეგნებულად, იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ჟვანიას ძმას ამუშავებდა ოფისში. როცა ასეთი ურთიერთობა იყო ძმასთან და ცოლთან, მე, რა თქმა უნდა, ვეღარ მივდიოდი ჟვანიას დედასთან. ამ კატეგორიებით ლაპარაკი, როცა საქმე ჩემი მეგობრის შეუბღალავ სახელს ეხება, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი