ხელოვნება

მენეჯერი აცხადებს, რომ კორკოტაშვილი რუსული რომანსის კონცერტში არ მონაწილეობს

19 თებერვალი, 2014 • • 1079
მენეჯერი აცხადებს, რომ კორკოტაშვილი რუსული რომანსის კონცერტში არ მონაწილეობს

გეგა ჯაფარიძის, მომღერლის მენეჯერის თქმით, სალომე კორკოტაშვილმა უარი განაცხდა მოსკოვში კონცერტების გამართვაზე, რადგან იგი აპროტესტებს კიევში მიმდინარე მოვლენებს.

 

“მივიღეთ შემოთავაზება ამ კონცერტში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ვუთხარით იმ დღესვე უარი, რომ ჩვენ არ ვიმღერებთ რუსულ რომანსებს. ის კი არა, შემოთავაზება გვქონდა ჩვენ მოსკოვიდან, რომ გვემღერა მოსკოვის რამდენიმე კლუბში და ყველას უარი ვუთხარით. როცა დღეს ასეთი სიტუაციაა კიევში, გამორიცხული იყო ასეთი რამ გაგვეკეთებინა. სამინისტრო სანამ ასეთ რამეს გამოაქვეყნებდა, კარგი იქნებოდა ჩვენთან დაეზუსტებინა ყველა დეტალი, ვიყავით თუ არა ასეთ კონცერტზე,”- განაცხადა გეგა ჯაფარიძემ. 

 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მუსიკალურ ცენტრში რუსული რომანასი საღამო “Ето было недавно” იმართება. კონცერტი რუსული კლუბის 10 წლისთავს ეძღვნება. 

 

მოქალაქეების ნაწილი ეწინააღმდეგება სამინისტროს მიერ ამგვარი ღონისძიების მხარდაჭერას და მუსიკალური ცენტრის წინ აქციას “არ უმღეროთ ოკუპანტს, როცა ის “რომანსებს კიევში ასრულებს”!” 7 საათზე მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი