ახალი ამბები

ანონსი – 28 ნოემბერი

27 ნოემბერი, 2013 • • 1222
ანონსი – 28 ნოემბერი

10:00 – სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში,” იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე რიგით VI ყოველწლიურ რეგიონულ კონფერენცია გაიმართება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.

 

11:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები და მერის კანდიდატურა.

11:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ბრიფინგს გამართავს.
თემა: თვითმმართველობის რეფორმა, მერის კანდიდატი, დასაქმდნენ თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები მერიაში.

11:00 – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლაი ნიკოლოვი თიანეთის რაიონის სოფელ გრძელველში ახლად აშენებულ ელექტროგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.

 

11:15 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ვილნიუსის სამიტი.

 

11:15 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

11:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: “დედაქალაქის მერისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გარიგება”.

 

11:30-  რადიო “იმედის” პრესკლუბში, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პრესკონფერენცია გაიმართება. 
მის: ლუბლიანას ქ. #5. შესასვლელი კინოსტუდიის ეზოდან.

11:30- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

 

11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, იურისტი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს,
თემა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარდაუვალობა.

12:00 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.


12:00 – “პირველის” პრესკლუბის სტუმარი იქნება საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი. თემა: დევნილთა პრობლემები და შეწყალების კომისია.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო ტელეფონი: 595 01 82 45

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, “რესპუბლიკელი” დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ვილნიუსის სამიტი. 

12:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი ნიკა ჩიტიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ვილნიუსის ვიზიტი, უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ვილნიუსის სამიტი.

12:30 – “პირველის” პრესკლუბის სტუმარი იქნება “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე. 
თემა: შეწყალების კომისია და თვითმმართვესლობა.

13:00 – მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართება. 

13:00 – სააგენტო “პირველის” პრესკლუბის სტუმარი იქნება “გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი. 
თემა: შეწყალების კომისია.

13:00  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გია კორკოტაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები და ქალაქის მერი.

13:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

13:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: შეწყალების კომისია.

14:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ვილნიუსის სამიტი

14:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ვილნიუსის სამიტი.

14:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: შეწყალების კომისია, 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მერაბიშვილის საქმეში “დენსუსის” დასკვნის მტკიცებულებად დატოვება.

15:00 – სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), მწვანე ალტერნატივა გამართავს პრესკონფერენციას. პრესკონფერენცია შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფარავანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს. მწვანე ალტერნატივა წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ბანკის საჩივრების განხილვის ორგანოში შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგებს.

19:00 – საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის “წერო” გამარჯვებული ავტორების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი