ახალი ამბები

მობილური ლაბორატორიები სასმელი წყლის ხარისხის შესამოწმებლად

23 ივლისი, 2013 • 2818
მობილური ლაბორატორიები სასმელი წყლის ხარისხის შესამოწმებლად
მობილური ლაბორატორიები განაწილდება საქართველოს რეგიონებში და მოემსახურება ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, სადაც ამის საჭიროება დადგება. მომსახურება გაეწევა სოფლებსაც და წყლის ხარისხი სოფლებშიც ინტენსიურად გადამოწმდება.
 
“აქამდე მობილური ლაბორატორიები კომპანიას არ გააჩნდა და ის წყლის ხარისხის კონტროლს ახორციელებდა ლაბორატორიული ქსელით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, ხოლო უდიდესი ნაწილი საჭიროებდა განახლება-მოდერნიზაციას. 33 ლაბორატორიიდან კი 12-ში ტარდებოდა მიკრობიოლოგიური ანალიზები,” – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

ახლად შეძენილი აპარატურის საშუალებით მიკრობიოლოგიურ ანალიზები 12-ის ნაცვლად 21 ლაბორატორიაში ჩატარდება. ამჟამად 8 რეგულარული ლაბორატორია შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ფოთი, გორი, ახალციხე, ბოლნისი, თელავი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რეგულარული ლაბორატორიის გახსნა მესტიაში. სამინისტროს ინფორმაციით, წყლის ხარისხის კონტროლი განსაკუთრებით გაძლიერებულია საკურორტო ზონებში: 

 

“იქ, სადაც მთელი წლის განმავლობაში ვერ ხერხდება წყლის დამუშავება ამ დროისთვის, ვახერხებთ ქლორი კირით დავამუშაოთ და განსაკუთრებულ კონტროლზე ავიყვანოთ წყლის გაუსნებოვნება.”

 

სამინისტროს ინფორმაციით, სასმელი წყლის ხარისხი მოწმდება ყოველდღიურად  რეგიონული და სერვის ცენტრების ლაბორატორიების მიერ, შედეგები ფიქსირდება სპეციალურ ჟურნალებში, ინფორმაცია ყოველი კვარტლის ბოლოს გადაეცემა სემეკს, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა და პირისათვის არის საჯარო. 

 

გარდა ამისა, თბილისში, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათაო ოფისში გაიხსნა წყლის კონტროლის შემამოწმებელი ცენტრალური ლაბორატორიაც, სადაც რეგიონებიდან შემოსული შედეგები გადამოწმდება.

წყლის მობილური ლაბორატორიების  პრეზენტაცია
წყლის მობილური ლაბორატორიების პრეზენტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი