აფიშა

მუზამე #3 – 5 ოქტომბერს თბილისს მომღერალი მოლი ნილსონი ეწვევა

3 ივლისი, 2016 • 2093
მუზამე #3 – 5 ოქტომბერს თბილისს მომღერალი მოლი ნილსონი ეწვევა

შვედი მომღერალი და პროდიუსერი მოლი ნილსონი “მუზამეს” რიგით მესამე ღონისძიების სტუმარი იქნება. ამჯერად კონცერტი ოქტომებერში “ბასიანის” საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

მოლი ნილსონი თანამედროვე ექსპერიმენტული სინთპოპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ამჟამად ბერლინში მოღვაწე მუსიკოსის შემოქმედება უნიკალური, ინდივიდუალური სტილით ხასიათდება.

ნილსონი თავის შემოქმედებაში ე.წ Do It Yourself პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას, რაც გულისხმობს იმას, რომ თავადაა საკუთარი სიმღერების, ტექსტების, არანჟირებების ავტორი. თავად აკეთებს ალბომების პროდიუსინგს, ყდებს, იღებს საკუთარ კლიპებს და თავად აწყობს საკუთარ ტურნეებს.

ნილსონის ბოლო ალბომი, სახელწოდებით Zenith, 2015 წელს გამოვიდა და მისი წარმატებული პრეზენტაცია ბერლინში, კლუბ Berghain-ში შედგა. მუსიკოსი თბილისს სწორედ Zenith-ის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი