ახალი ამბებისამართალი

უგულავას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნიადაგზე 1 პირია გათავისუფლებული

26 ნოემბერი, 2015 • 963
უგულავას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნიადაგზე 1 პირია გათავისუფლებული

გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღემდე მხოლოდ ერთი პირი გათავისუფლდა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და პატიმრობაში 9 თვეზე მეტხანს იმყოფებოდა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ “ნეტგაზეთს” მიაწოდა 2015 წლის 20 ნოემბერს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2015 წლის 17 სექტემბერს დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 15 სექტემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი