რამდენიმე იდეა ვალენტინობის საჩუქრისთვის

თუ ვალენტინობისთვის ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი, მაშინ იცოდეთ, რომ ქართული დამწყები და ე.წ. ჰენდმეიდ პროდუქციაზე მომუშავე კომპანიები 14 თებერვლისთვის სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს გთავაზობენ.

შევეცადეთ, რომ რამდენიმე მათგანი თქვენთვისაც გაგვეზიარებინა, თუმცა ამ სეგმენტში არჩევანი ბევრად დიდია და დაინტერესების შემთხვევაში ფეისბუკზე არაერთი ჰენდმეიდ საჩუქრის შერჩევა შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების ხარისხზე, მიწოდებაზე და ა.შ. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, თუ რომელიმე მოგეწონებათ, კომპანიას დაეკონტაქტეთ.

ერთ-ერთი ასეთია ყვავილების მაღაზია ანემონე, რომლის გულის ფორმაში ჩასმული თაიგულის ფასი 20- 35 ლარმდე მერყეობს. 

ვალენტინობის დღეს ორიგინალურ წინსაფრებს სთავაზობს ქართული ბრენდი Ketrine’s Aprons. წინსაფრის ფასი 55 ლარია.

ხელნაკეთი სამკაულების ინტერნეტ მაღაზია ვალენტინობისთვის მომხმარებელს მინანქრით მოხატულ საყურეს სთავაზობს. საყურის საყიდლად 150 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ვისაც მინანქარს თიხის ნაკეთობები გირჩევიათ, თან ვალენტინობის საჩუქარში არც 150 ლარის გადახდას გსურთ, მაშინ იცოდეთ, რომ მაგდალენას თიხის ხელნაკეთი აქსესუარების შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი.

ორიგინალურ საჩუქარს სთავაზობს კომპანია აიისა ვალენტინობის დღეს. სხვადასხვა დიზაინის პრეზერვატივის საყიდლად 3 ცალში 10 ლარის, 6 -ში კი 20 ლარის გადახდა მოგიწევთ.

კომპანია Handy მომხმარებელს ქალისა და კაცის ხის საათებს სთავაზობს. 130 ლარი ღირს კაცის ხის ეს საათი, რომელიც როგორც კომპანია გვარწმუნებს, თქვენი ვალენტინისთვის განსხვავებული და ორიგინალური საჩუქარი იქნება.

ანტიშფოთში ყოველგვარი შფოთისა და დაძაბულობის გარეშე ვალენტინობითვის ტრუსს, წინდას და პრეზერვატივს 49.99 ლარად შეიძენთ.

ონლაინ მაღაზია ლავანდა ქალებს წელის ტყავის ჩანტებს სთავაზობს. წითელი ტყავის ჩანთა 45 ლარი ღირს.

თუ ტელეფონის დატენვა სიყვარულით გინდათ, მაშინ ინტერნეტ მაღაზია მაიმუნობების კაბელი თქვენთვისაა. კაბელის შეძენა 36 ლარად არის შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი