Apple-ის პროგნოზით, iPhone-ის გაყიდვები 2007 წლის შემდეგ პირველად შემცირდება

Apple-ის გაყიდვები ნელი ტემპით იზრდება. კომპანიის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში iPhone-ის გაყიდვების მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცემა.

ამერიკულმა ტექნიკურმა გიგანტმა ფისკალური წლის პირველ მეოთხედში 74.8 მილიონი ცალი iPhone-ის გაყიდვა შეძლო, წინა ამავე პერიოდის მოაცემებით კი, 74.5 მილიონის.

კომპანიის მონაცემებით, მომავალი მეოთხედის შემოსავალი დაახლოებით $50 მილიარდი იქნება, რაც გასული წლის იმავე პერიოდის შემოსავალთან ($58) შედარებით 8 მილიარდით ნაკლებია.

iPhone-ის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ეს კომპანიისთვის სმარტფონის გაყიდვიდან მიღებული მოგების შემცირების პირველი შემთხვევაა.

ამასთანავე, 2015 წლის 26 დეკემბრამდე, ბოლო სამი თვის განმავლობაში, კომპანიამ 75.9 მილიარდი შემოსავალი მიიღო, რაც 3-თვიან პერიოდში მიღებული შემოსავლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია კომპანიის ისტორიაში. iPhone-ის გაყიდვები კომპანიის მთლიანი მოგების 68 %-ს შეადგენდა ამ პერიოდში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი