რა შემთხვევაში უნდა შეცვალოთ თქვენი სახელი Facebook-ში

Facebookნთქვენი სახელისა და გვარის ავთენტურობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაამოწმებს, თუ თქვენი ანგარიში ვინმემ “დაარეპორტა”. ქსელი თქვენი ვინაობის დამდასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ დაგიბრუნებთ წვდომას ანგარიშზე. 

სოციალურ ქსელ Facebook-ში არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც ნებისმიერ მომხმარებელს ევალება. მათ შორისაა საიტზე ვინაობის დაწერის პრინციპები. სახელი არ უნდა შეიცავდეს: 

 

1. ციფრებს, სიმბოლოებს, განმეორებად ასობგერებსა და პუნქტუაციის ნიშნებს

2. ასობგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს სხვადასხვა ენიდან

3. წოდებებს (დოქტორი, მამა, პასტორი და ა.შ)

4. Middle name-ის ადგილას რამდენიმე სიტყვას ან ფრაზას

5. დამამცირებელ (შეურაცხმყოფელ) ან საეჭვო სიტყვებს

 

მითითებული სახელი უნდა ემთხვეოდეს თქვენს ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულ სახელებს. ოფიციალურ დოკუმენტად ფეისბუკი მიიღებს როგორც თქვენს პირადობის მოწმობას, პასპორტს ან დაბადების მოწმობას, ასევე მართვის მოწმობას ან საშვს ბიბლიოთეკაში.

 

ზედმეტსახელები და სახელის კნინობითი ფორმები ასევე შესაძლებელია, რომ მიუთითოთ სახელის გრაფაში.

 

მნიშვნელოვანია, რომ სახელი და გვარი იყოს ავთენტური: “წარმოადგენდეს იმას, რასაც რეალურ ცხოვრებაში გეძახიან,”- ნათქვამია ქსელის ოფიციალურ განცხადებაში. სოციალური ქსელი საკუთარი მომხმარებლის სახელებს უკვე რამდენიმე წელია აკონტროლებს. ამ გზით Facebook ცდილობს შეამციროს ყალბი ანგარიშების რაოდენობა საკუთარ სივრცეში. 

 

Facebook-ში სახელის მითითების პრინციპები. ფოტოს წყარო: http://chronicle.su
Facebook-ში სახელის მითითების პრინციპები. ფოტოს წყარო: http://chronicle.su

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი