ახალი ამბებირეკლამა

როგორ გავიაქტიუროთ მობილური ინტერნეტი, თუ ტრანზიტული რეისით თურქეთის აეროპორტში გაჩერება გვიწევს

8 მარტი, 2025 •
როგორ გავიაქტიუროთ მობილური ინტერნეტი, თუ ტრანზიტული რეისით თურქეთის აეროპორტში გაჩერება გვიწევს

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ, სამოგზაუროდ წასვლამდე, პირველი, რასაც ვაკეთებთ – MB-ების შეძენაა. გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩასვლისთანავე შევძლებთ საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებას. რა ხდება მაშინ, თუ ტრანზიტული ფრენა გვაქვს და საბოლოო დანიშნულების წერტილამდე თურქეთის აეროპორტში გვიწევს გაჩერება? ალბათ, პირველი, რაც თავში მოგივათ, დროებით აეროპორტის Wi-Fi-ის გამოყენებაა, თუმცა, თუ ხშირად გიწევთ ფრენა, ისიც გეცოდინებათ, რომ ხალხმრავლობის გამო კავშირი ხშირად შეფერხებით მუშაობს. ამასთან, გასათვალისწინებელია კიბერ უსაფრთხოების ფაქტორიც. მაშინ როგორ მოვიქცეთ? ახალი პაკეტი გავიაქტიუროთ? სინამდვილეში, ეს საჭირო სრულებითაც არაა. ევროპის პაკეტი თურქეთის არეალსაც ფარავს. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთ თქვენს ანგარიშზე არსებული MB-ებით.

როგორ დავზოგოთ MB-ები

იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტული რეისით თურქეთის აეროპორტში გიწევთ გაჩერება, აღარ მოგიწევთ დამატებით MB-ების შეძენა. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ევროპის რეგიონზე მორგებული სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტი, რომელიც თურქეთსაც მოიცავს. ცალკე თურქეთის ლოკალური პაკეტის შეძენა აუცილებელი არაა. ასე MB-ებსაც დაზოგავთ და უფრო შეღავათიან ფასებში იმოგზაურებთ. 

როგორ შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი

ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოგზაურობის დაგეგმვის მნიშვნელოვანი ნაწილია. წასვლამდე თვალი გადაავლეთ სპეციალურად ქართველ აბონენტებზე მორგებულ შეთავაზებებს. ამ შემთხვევაში, თქვენი ტრანზიტული რეისიც გათვალისწინებული იქნება. თუ თადარიგს წინასწარ დაიჭერთ, დანიშნულების ადგილას უკვე მომზადებული ჩახვალთ და უცბად არ მოგიწევთ შესაფერისი ალტერნატივების ძიება. წინასწარ გათვლით, რამდენის დახარჯვა მოგიწევთ ინტერნეტ მომსახურებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ MB-ებს გამგზავრებამდე შეიძენთ, ინტერნეტ პაკეტის ყიდვას ეროვნულ ვალუტაში – ლარში შეძლებთ. 

ინტერნეტ პაკეტის შერჩევისას, პირველ რიგში, საკუთარ საჭიროებებზე უნდა დაფიქრდეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. რამდენი ხნით აპირებთ საზღვარგარეთ დარჩენას? MB-ების რაოდენობაც ამის მიხედვით უნდა შეიძინოთ. ხელმისაწვდომია როგორც სტანდარტული (3, 7, 14, 15, 30-დღიანი როუმინგ ინტერნეტი), ასევე ულიმიტო პაკეტები. საფასურს დღეების მიხედვით გადაიხდით. დაფიქრდით, რომელი ვარიანტი იქნება თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური.

ელექტრონული და ფიზიკური SIM ბარათები

დღესდღეობით განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული eSIM ბარათები. მიზეზი მათი კომფორტულობაა. eSIM ელექტრონული SIM-ია, რომლის გააქტიურებაც მობილური პარამეტრებიდან, სრულად დისტანციურად ხდება. ამის გათვალისწინებით, აბონენტების დიდი ნაწილი სწორედ მას ირჩევს. სურვილის შემთხვევაში, eSIM-ის გააქტიურებას თქვენც სწრაფად და მარტივად შეძლებთ. 

შეჯამება

ინტერნეტს ჩვენს ყოველდღიურობაში საკმაოდ დიდი როლი უჭირავს. იმისთვის, რომ მოგზაურობისას უწყვეტი კავშირი შევინარჩუნოთ, აუცილებელია, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი და შევიძინოთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული როუმინგ პაკეტი. ევროპის პაკეტის შეძენის შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც, თუკი ტრანზიტული ფრენა გაქვთ და თურქეთის აეროპორტში გიწევთ გადაჯდომა, თავისუფლად შეძლებთ თქვენს ანგარიშზე არსებული MB-ებით სარგებლობას და დამატებით თურქეთის ლოკალური პაკეტის გააქტიურება არ მოგიწევთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი