ინფორმაცია გეძებს შენ

„21 საუკუნეში ინფორმაცია გეძებეს შენ და არა შენ მას“- ამბობს მედიის განვითარების ფონდის ახალი მედიის კონსულტანტი, რომელიც სხვა ტრენერებთან ერთად თბილისში ახალი მედიის შესახებ ცოდნას ჟურნალისტებს უზიარებს.

11–12 აპრილს კულტურის ცენტრ ”მუზაში” ახალი მედიის ჟურნალისტებისათვის ტრენინგი გაიმართა.  ტრენინგში თბილისისა და რეგიონების 15ჟურნალისტი მონაწილეობდა.

 ორდღიან ტრენინგზე საკუთარი გამოცდილება ჟურნალისტებს ახალი მედიის წამყვანმა სპეციალისტებმა,  კევინ ანდერსონმა, სიუ შერმანმა, დენ მაქვილანმა, დაგლას  არელანესმა და ემინ ჰუსეინზადმა  გაუზიარეს, და სამოქალაქო და ახალი  მედიის (ბლოგები, ფორუმები, სოციალური ქსელები და სხვა) განვითარებაზე ისაუბრეს.

 როგორ შევქმნათ ბლოგი, როგორ მოვამზადოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში, ერთდროულად რამოდენიმე სოციალურ ქსელში. მობილური ტელეფონიდან ფოტოს და ვიდეოს ინტერნეტ საიტებზე განთავსება რეალურ დროში. ამ და სხვა თემებზე ტრენინგის მონაწილე ჟურნალისტებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

ტრეინინგი ახალ მედიაზე თბილისში
ტრეინინგი ახალ მედიაზე თბილისში

 

მედიის განვითარების სესხების ფონდის ახალი მედიის კონსულტანტმა დაგლას არელანესმა ინფორმაციის მენეჯმენტის შესახებ ისაუბრა  „21 საუკუნეში ინფორმაცია გეძებეს შენ და არა შენ მას. ინფორმაციას უკვე სოციალური ვალუტის მნიშვნელობა აქვს. ინფორმაციის საუკეთესო ფილტრი ადამიანები არიან, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავწეროთ ისეთი სტატია, რომ ადამიანებმა გაიზიარონ“

დაგლასმა „ნეტგაზეთი“–ს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ინტერნეტ მედია უკვე თვისი რეიტინგით არსებული მედია საიტების ორმოცეულში შედის.

„ნეტგაზეთი წერს ისეთ სტატიებს, რისი წაკითხვაც ადამიანებს უნდათ. აქ ადამიანები იღებენ ისეთ ინფორმაციას, რასაც სხვაგან ვერ მიიღებენ…საიტი ახლა იმ ეტაპზეა, როცა ელოდება ადმაიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ „ნეტგაზეთი“ მათი პარტნიორია…“

ტრენინგის ორგანიზატორი არასამთვრობო ორგანიზაცია „Transition online”–ია. აღნიშნული ორგანიზაცია ბაზირებულია პრაღაში და საქართველოში ახალი მედიის განვითარების მიმართულებით წელიწადზე მეტია მუშაობს.

„ტრენინგი მნიშვნელოვანი და დროული იყო ქართველი ჟურნალისტებისათვის. მათ მიიღეს ბაზისური ცოდნა ახალ მედიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი საქმიანობისათვის, რათა მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია გახდეს უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი,“ – აღნიშნა ტრენინგის ორგანიზატორმა ელზა ქეცბაიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნია ქურთიშვილი