ტექნოლოგიები

Google-ის ანბანი: რისთვის შეიქმნა კომპანია Alphabet?

11 აგვისტო, 2015 • • 2272
Google-ის ანბანი: რისთვის შეიქმნა კომპანია Alphabet?

Alphabet Google-ის შექმნილი ახალი ჰოლდინგია, რომელშიც თავად Google-იც გაერთიანდება ყველა თავისი შვილობილი კომპანიით.

 

საძიებო სისტემა, Android, Youtube, რუკები და ბევრი სხვა ისევ Google-ის სახელის ქვეშ გაგრძელებენ ფუნქციონირებას. სანდერ პიჩაი Google-ის ახალი ხელმძღვანელი იქნება.

 

კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ლარი პეიჯი, აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი და დევიდ დრუმონდი იგივე პოზიციებს ახლა უკვე Alphabet-ში დაიკავებენ. Google-ის დამფუძნებელი სერგეი ბრინი კი Alphabit-ის პრეზიდენტი გახდება.

 

“ბევრი რამ გავაკეთეთ, რაც ყველას სიგიჟედ ეჩვენებოდა. ამ სიგიჟეეიბდან უმეტესობას დღეს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. მაგალითად: Google-ის რუკები, Youtube, Chrome და Android. ჩვენ არ გავჩერებულვართ და ახლაც ვაპირებთ ვაკეთოთ ისეთი რამეები, რაც სხვებს სიგიჟედ მოეჩვენებათ, მაგრამ ჩვენ ერთი სული გვაქვს მათი ნაწილი გავხდეთ,”- წერს ლარი ფეიჯი, კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

 

Google-ის შემქმნელები ახალი კომპანიის სახელით უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ჯანდაცვის განვითარებაში. მათი თქმით, კომპანია ახალი მასშტაბების ათვისებას გეგმავს. ამისათვის საჭირო გახდა პროექტების გადახედვა და ახალი პრიორიტებების შერჩევა. შეინარჩუნებენ Nest-ის, X-lab-ისა და Wing-ის პროექტებს. კომპანიის ყველა აქცია ახლა უკვე Alphabit-ის აქციებად გადაიქცევა.

 

კომპანია Google 1998 წელს, სტანფორდის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა შექმნა. კომპანიის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა, google.com მსოფლიოს ყველაზე ხშირად მოხმარებადი გვერდია.  

 

Google-მა ახალი კომპანია, Alphabet შექმნა. 11.08.15 ფოტო: Google Images
Google-მა ახალი კომპანია, Alphabet შექმნა. 11.08.15 ფოტო: Google Images

მასალების გადაბეჭდვის წესი