ტექნოლოგიები

„ინტერნეტ ასისტენტი” სილქნეტის მომხმარებლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება

8 ივნისი, 2015 •
„ინტერნეტ ასისტენტი” სილქნეტის მომხმარებლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება

“სილქნეტის” განმარტებით, „ინტერნეტ ასისტენტის“ მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ინტერნეტის სიჩქარის შემოწმებას (Speed Test); ადაპტერისა და უკაბელო ქსელის (Wi-Fi)აპარატურის  კონფიგურაციის მართვას. ამავე დროს პროგრამა  ავტომატურ რეჟიმში  უზრუნველყოფს მოდემის გადატვირთვას  და მიაწვდის მომხმარებელს დეტალური ინფორმაციას ხარვეზის თაობაზე.

 

პროგრამა „ინტერნეტ ასისტენტი“ სილქნეტის საიტზეა განთავსებული, დსლ-ინტერნეტის განყოფილებაში და მისი გადმოწერა უფასოა. 

 

ერთჯერადად ჩამოტვირთული პროგრამა მომხმარებლის კომპიუტერში განთავსდება და ინტერნეტის გათიშვის ან ხარვეზის შემთხვევაში მყისიერად შეატყობინებს აბონენტს პრობლემის დეტალებს და ავტომატურად აღმოფხვრის ხარვეზს.

 

პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ Windows ოპერაციულ სისტემისთვის: XP / SP2 / და მომდევნო ვერსიებისთვის. DSL ინტერნეტის გარდა, „ინტერნეტ ასისტენტი“ უზრუნველყოფს SilkTV სერვისზე წარმოშობილი პრობლემის აღმოფხვრას, აცხადებენ კომპანიაში.

 

“სილქნეტის” განმარტებით, „ინტერნეტ ასისტენტი“ სილქნეტის სპეციალისტებმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნეს, რომელიც პირველი პროვაიდერული პროდუქტია აღმოსავლეთ ევროპაში. ის სამ ენაზე (ქართული/ინგლისური/რუსული) აწვდის აბონენტს საჭირო ინფორმაციას და ინსტრუქციას.

სილქნეტი
სილქნეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი