ტექნოლოგიები

რას ეძებდნენ Google-ით ყველაზე ხშირად 2014 წელს?

16 დეკემბერი, 2014 • 1262
რას ეძებდნენ Google-ით ყველაზე ხშირად 2014 წელს?

მსოფლიო მასშტაბით, Google–ის საშუალებით ყველაზე ხშირად განხორციელებული ძიებების სია ასე გამოიყურება:

 

  1. რობინ უილიამსი

  2. მსოფლიო თასი

  3. ებოლა

  4. მალაიზიის ავიახაზები

  5. ALS Ice Bucket Challenge

  6. Flappy Bird

  7. კონჩიტა ვურსტი

  8. ISIS

  9. Frozen

  10. სოჭის ოლიმპიური თამაშები

 

გასულ წელს, მსოფლიო მასშტაბით, Google–ის საძიებო სიაში ნელსონ მანდელა, პოლ უოლკერი და iPhone 5s ლიდერობდნენ.

 

ელექტროტექნიკის ძიებისას, Google–ის მიხედვით, 2014 წელს ყველაზე ხშირად iPhone6–ს ეძებდნენ, მეორე ადგილზე Samsung Galaxy S5 გავიდა, რომელსაც Nexus 6 მოსდევს.

 

Google-ის ცნობით, სპორტსმენებიდან Google-ში ყველაზე ხშირად ფეხბურთელ ჰამეს როდრიგესს, ყოფილ ავტომრბოლელს, მიხაელ შუმახერსა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს, რეი რაისს ეძებდნენ.

 

google
google

მასალების გადაბეჭდვის წესი