Windows 8 საზოგადოებას “მაიკროსოფტის” გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა წარუდგინა. ახალი ოპერაციული სისტემა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აშშ–ის დროით პარასკევს, დღის 12:01 საათიდან. ისინი, ვინც ამჟამად იყენებენ სხვადასხვა სახის ლიცენზირებულ ვინდოუსს, მათ სისტემის განახლება 39.99$ დაუჯდებათ.
Windows 8–ის გარდა, “მაიკროსოფტმა” გამოუშვა Windows 8 Pro, ასევე – Windows 8 RT მობილურებისა და ტაბლეტებისთვის.
მომხარებელს რამდენიმე თვის მანძილზე შეეძლო ესარგებლა Windows 8–ის საცდელი ვერსიით. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, Windows 8–ის გამოშვებით “მაიკროსოფტისთვის” დაიწყო “ახალი ერა”.





