Windows 8 საზოგადოებას “მაიკროსოფტის” გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა წარუდგინა. ახალი ოპერაციული სისტემა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აშშ–ის დროით პარასკევს, დღის 12:01 საათიდან. ისინი, ვინც ამჟამად იყენებენ სხვადასხვა სახის ლიცენზირებულ ვინდოუსს, მათ სისტემის განახლება 39.99$ დაუჯდებათ.

 

 Windows 8–ის გარდა, “მაიკროსოფტმა” გამოუშვა  Windows 8 Pro, ასევე – Windows 8 RT მობილურებისა და ტაბლეტებისთვის.

 

მომხარებელს რამდენიმე თვის მანძილზე შეეძლო ესარგებლა  Windows 8–ის საცდელი ვერსიით. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით,  Windows 8–ის გამოშვებით “მაიკროსოფტისთვის” დაიწყო “ახალი ერა”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *