ტექნოლოგიები

ვიკილიქსი საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებას დროებით აჩერებს

25 ოქტომბერი, 2011 • • 1908
ვიკილიქსი საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებას დროებით აჩერებს

საიდუმლო დოკუმენტების გამავრცელებელი ინტერნეტ- რესურსი ”ვიკილიქსი” ფინანსური პრობლემების გამო საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას დროებით წყვეტს.

როგორც ”ვიკილიქსის” განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს ყველაზე დიდმა ხუთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა – VISA-მ, MasterCard-მა, PayPal-მა, Western Union-მა and the Bank of America-მ -ვიკილიქსი ფინანსურ ბლოკადაში მოაქცია. სკანდალური რესურსისთვის ფულის გადარიცხვა ამ სისტემის საშუალებით შეწყვეტილია, რამაც ”ვიკილიქსს” სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. ჟულიან ასანჟის მიერ დაფუძნებული ინტერნეტ-რესურსი შემოწირულობების 95%-ს სწორედ ამ სისტემების საშუალებით იღებდა.

ვიკილიქსის ფინანსური ბლოკადა ფინანსურმა ორგანიზაციებმა 2010 წლის დეკემბერში დაიწყეს. ბრიტანული გამოცემა ”გარდიანი” წერს, რომ მსხვილი ფინანსური სისტემების ეს ქმედება ამერიკელი სენატორების წაქეზებამ განაპირობა. ამ სენატორთაგან ერთ-ერთი კი ჯო ლიბერმანიც იყო, რომელმაც საჯაროდ გაილაშქრა ”ვიკილიქსის” წინააღმდეგ.

”ვიკილიქსმა” დღემდე გამოაქვეყნა 250 ათასზე მეტი აშშ-ს დიპლომატიური მიმოწერა, რომელიც დახარისხებულია კატეგორიებად: კონფიდენციალური და  საიდუმლო. რესურსს არც ერთი ისეთი მასალა არ გამოუქვეყნებია, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ უსაფრთხოებას და მინიჭებული აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.

ამავე თემაზე:

ჰილარი კლინტონის თანაშემწე პენტაგონის გაკრიტიკების შემდეგ გადადგა

აშშ-მ ვიკილიქსის მხარდამჭერთა ტვიტერის ანგარიშებზე წვდომის უფლება მოიპოვა

გაუმჯობესდება თუ არა მედია გარემო

ვიკილიქსის ინფორმატორს აშშ-ში მაისში გაასამართლებენ

RuLeaks და პუტინის ფეშენებელური სასახლე

აქციები ვიკილიქსის მხარდასაჭერად

ასანჟი საბოლოო განაჩენის მოლოდინში

დანაშაული, თუ გამოხატვის თავისუფლება?

კენ ლოუჩი და სხვები ასანჟს მხარს უჭერენ

მასალების გადაბეჭდვის წესი