ტექნოლოგიები

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური პიარკამპანია ინტერნეტში

13 ოქტომბერი, 2011 • 1906
ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური პიარკამპანია ინტერნეტში
Facebook – ზე ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდი 13 ოქტომბერს შეიქმნა – Bidzina Ivanishvili official. გვერდი ამ დროისთვის 1,800 ადამიანს მოსწონს და გვერდის პრომოუშენი უკვე დაიწყო ქართველი მილიარდერის შვილის, ბერას facebook-ის გვერდზე.

ბერას გვერდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია  სოციალურ ქსელზე შექმნილ ქართულ გვერდებს შორის – ის 142 ათასზე მეტ ადამიანს მოსწონს. ბერა ფეისბუქზე ბევრად პოლუპარულია, ვიდრე პატრიარქი – მისი გვერდი ბევრად მეტს მოწონს , ვიდრე გვერდი “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი”, რომელსაც 109,418 ლაიქი აქვს. ბერას გვერდის პოპულარობა  სამჯერ აღემატება ნანუკა ჟორჟოლიანის შოუსას, რომელიც   51,839 ადამიანს მოსწონს.

ბერას ფეისბუქის გვერდზე ივანიშვილის ოფიციალური გვერდის ანონსი 12.00 საათზე გამოქვეყნდა. თუმცა, მანამდე გვერდის საშუალებით ასევე ქვეყნდებოდა ქართველი მილიარდერის განცხადებები პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. თითოეულ შეტყობინებას მომხმარებელთა ასეულობით კომენტარი აქვს. სწორედ ამ გვერდის საშუალებით შეატყობინა ბერამ აუდიტორიას, რომ მან დაასრულა მუშაობა სიმღერაზე “ქართული ოცნება”, რომელიც მამის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიუძღვნა.  

Facebook-ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის შექმნამდე შეიქმნა გვერდი “ბიძინა ივანიშვილი/Bidzina ivanishvili”, რომელიც ამ დროისთვის მილიარდერის ოფიციალურ გვერდზე ბევრად მეტს, ფეისბუქზე დარეგისტრირებულ 4 600 ადამიანს მოსწონს. ამ გვერდის პიარისთვის სპეციალური “ივენთიც” შექმნა ვინმე ზაზა უტოელმა. ამ ანონსში ზემოთნახსენები გვერდი ივანიშვილის ოფიციალურ გვერდადაა მოხსენიებული. გვერდის შემქმნელი face control – ია, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი ძველი გადაცემის გვერდს წარმოადგენს. თუმცა, სავარაუდოდ, არაოფიციალურს, რადგან ფეისბუზე ასევე არსებობს ტიბისი ტივის პროექტის  “ფეის კონტროლის” ბევრად პოპულარული გვერდი, რომელიც გადაცემის ინტერაქტიულობას უზრუნველყოფდა.

ბიძინა ივანიშვილს ჯერ არა აქვს ანგარიში twitter -ზე. მის შვილს, ბერას კი ამ დროისთვის თვითერზე 6 ათაზე მეტი მიმდევარი [followers ] ჰყავს.

ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში მოსვლაზე, ინტერნეტში ჯერ არა აქვს თავისი ვებსაიტი. დომენი ivanishvili.ge უკვე დარეგისტრირებულია და ჰოსტინგი პრო სერვისზეა გაწერილი. დომენი რეგისტრირებულია People Democrats  მიერ, თუმცა რეგისტრანტის მითითებულ ნომერზე კერძო პირი ცხოვრობს და არაფერი იცის ივანიშვილის დომენის შესახებ.

არსებობს საიტი georgiandream.ge , რომელიც  “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. საიტზე ამ დროისთვის ორგანიზაციის კონკურსის შესახებაა ინფორმაცია განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი