კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, ქართული ვებსივრიცდან პოპულარული უცხოური ფილმებისა და სერიალების ნაწილის მოხსნა არა მხოლოდ ტელეკომპანია GDS-ის, არამედ კომპანია კინოდისტრიბუციის მოთხოვნითაც მოხდა. ამ კომპანიას კინოგაქირავებაში ფილმები ქართული კინოთეატრებისთვის შემოაქვს. კომუნიკაციების კომისიის პრესსპიკერი ხატია ყურაშვილი ნეტგაზეთთან განმარტავს, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლპარაკების პროცესი, რომელიც საბოლოოდ დასრულდა ქართული საიტებიდან კონკრეტული ფილმებისა და სერიალების მოხსნით:
“დეკემებრის თვეში კომპანია კინოდსიტრიბუციამ და ასევე ტელეკომპანია ჯი-დი-ესმა კომისიაში წარმოადგინეს განცხადება, რომ გარკვეულ სამაუწყებლო პროდუქციასა და კინოფილემბზე ისინი ზოგ შემთხვევაში ექსკლუზიურს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ჩვენების საავტორო უფლებებს ფლობდნენ. მათ მოითხოვეს ვებსივრიციდან ამ პროდუქციის მოხსნა, თუ ვებგვერდები შესაბამის საავტორო უფლებებს არ ფლობდნენ აღნიშულ პროდუქციაზე. რამდენიმე კომპანია- imovies.ge; adjaranet.com და myvideo- კომისიის უწყებრივი რეესტრის მიხედვით წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, მათთან კომუნიკაცია კომისიას უფრო უმარტივდება. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ინფორმაციას და საიტებიდან აიღებენ იმ პროდუქციას, რომელზეც კინოდისტრიბუცია და ტელეკომპანია ჯი-დი-ესი ფლობენ საავტორო უფლებებს”, – ამბობს ხატია ყურაშვილი და დასძენს, რომ კომისია პარალელურად დაეკონტაქტა საქართველოში მოქმედ TOP 8 საიტს, რომლებიც უცხოურ კინოპროდუქციას ავრცელებენ, თუმცა ავტორიზებული პირები არ არიან.
“ტოპ 8 ვებგვერდს გავუგზავნეთ წერილი და შეხვედრაზე მოვიწვიეთ. შედგა სხვა სამუშაო შეხვედრა, ისინიც შეთანხმდნენ: გვესმის, რომ თქვენ საავტორო უფლებაში ფულს იხდითო და, შესაბამისად, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კონკრეტულ პროდუქციას ისინიც აიღებდნენ [ვებგვერდებიდან]. ასევე, ამავე შეხვერდაზე შეთანხდა, რომ შეიქმნება პორტალი, სადაც საავტორო უფლების მქონე კომპანიები საჯაროდ გამოაქვეყნებენ მათ უფლებებს ამა თუ იმ პროდუქციაზე და ამ სფეროში მოღვაწე ყველა კომპანია იხელმძღვანებელს ამ პორტალით. მარეგულირებელ კომისიას ეთხოვა, რომ თუ ეს პორტალი ასოცირებული იქნება კომისიასთან, სანდობიის თვალსაზრით უფრო კარგი იქნება. კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამართლებრივი კუთხითაც შეისწავლის ამ საკითხს: რა ფორმით შეიძლება ეს პორტალი კომისიის ვებგვერდზე იყოს მიბმული, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების კონტროლი კომისიის უშუალო ფუნქციებში შედის. ტელესამაუწყებლო სივრცესა და მაუწყებლობის ტრანზიტის სფეროში კომისია პერმანენტულ მუშაობას აწარმოებს ამ თვალსაზრით. ახლა ეტაპობრივად დადგა ვებსივრცეში ამ სფეროს მოწესრიგების საკითხი. ჯერჯერობით -მხოლოდ თანამშრომლობის და არა შემოწმებისა თუ სანქცირების ფორმით. ნებაყოფლობით დონეზე და თანამშრომლობის ფორმატში მიდის სამუშაო პროცესი”, – აცხადებს ხატია ყურაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.
რაც შეეხება იმას, თუ რა ბერკეტი აქვს კომისიას იმ საიტებზე, რომლებიც ნებაყოფლობით არ მოინდომებენ ვებგვერდიდან კონკრეტული პროდუქციის მოხსნას, ყურაშვილი ამბობს:
“ავტორიზებულ პირები კომისიის რეგულირების სფეროში არიან და კომისიას [ფინანსურად] სანქცირების თვალსაზრისით ბერკეტები აქვს, ხოლო თუ პერმანანეტული ხასიათი ექნა ამ ყველაფერს, საუბარია ავტორიზაციის შეჩერების ბერკეტზეც. მანამდე ჯარიმებია, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან ყველა მხარე აცნობირებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და თანამშრომლობისთვის მზადაა. არაავტორიზებული პირების შემთხვევაში, უკვე [ბერკეტი არსებობს] ჰოსტინგის განმახორციელებლი პროვაიდერის გავლით, რომელიც კომისიის ავტორიზებული პირია და კომისია უფლებამოსილია მას დაავალოს გარკვეული ქმედებების განხორციელება. თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხს არ ვეხებით, ნებაყოფლობით საკმაოდ პროდუქტიულად მიმდინარეობს თანამშრომლობა. ყველა მხარე მოდის თანამშრომლობაზე. ვებსივრცეში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ზოგადად პრობელმატურია არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც, რადგან ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას იძლევა, რომ მრავალი საშუალებით აუარო გვერდი კანონდმებლობას და ესა თუ ის პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადო. თუმცა საჭიროა ამ სფეროს კანონმდბელობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ასოცირების ხელშეკრულებით სახელმწიფომ ამ სფეროს მოწესრიგების ვალდებულებაც აიღო”, – აცხადებს ყურაშვილი.
ამერიკული სერიალებისა და ფილმების ნაწილი ქართულ ვებგვერდებზე ხელმისაწვდომი აღარ არის. საუბარია ისეთ პოპულარულ ფილმებსა და სერიალებზე, როგორიცაა Game of Thrones / სამეფო კარის თამაშები, Bones / ძვლები, Hell On Wheels / ჯოჯოხეთი ბორბლებზე, Penny Dreadful / საშიში ზღაპრები, True Detective S1, S2 / ნამდვილი დეტექტივი.
ვებგვერდებიდან მოხსნილი ფილმებისა და სერიალების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:
მეგობრებო, ქვემოთ აღნიშნული სერიალების/ფილმების საქართველოში ჩვენება/გავრცელების ექსკლუზიური უფლება აქვს ტელეკომპანია…
Posted by adjaranet.com on Tuesday, April 5, 2016