სამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოსთან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შევთანხმდით – ფაშინიანი

25 მაისი, 2023 •
ბაქოსთან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შევთანხმდით – ფაშინიანი
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთიმეორის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მოსკოვში შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო საინფომაციო სააგენტო RIA ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყნებმა ურთიერთობების დარეგულირებისკენ მყარი ნაბიჯები გადადგეს.

რაც შეეხება ალიევს, მან განაცხადა, რომ ამიერიდან ქვეყნებს მშვიდობიანი შეთანხმების შესაძლებლობა აქვთ – „იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა,“. 

დღეს 25 მაისს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. შეხვედრაზე ისინი ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი