საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი მზადაა, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს

22 მაისი, 2023 • 2683
სომხეთი მზადაა, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დღევანდელ, 22 მაისის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“86,6 ათსი კვ. კილომეტრი ტერიტორია მთიან-ყარაბაღსაც მოიცავს. თუმცა, უნდა დავფიქსიროთ, რომ მთიანი-ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები სტეპანაკერტი-ბაქოს დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ამასთან, როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთს ამისთვის საერთაშორისო გარანტიები სჭირდება.

სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკანასკნელი ასეთი შეხვედრა ბრიუსელში, სამმხრივ ფორმატში [ნიკოლ ფაშინიანი-ილჰამ ალიევი-შარლ მიშელი] 14 მაისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი