ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ ალიევი და ფაშინიანი პუტინმა მიიწვია

19 მაისი, 2023 • 1320
ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ ალიევი და ფაშინიანი პუტინმა მიიწვია

ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინმა მიიწვია. რუსული მხარის მიწვევის შესახებ ინფორმაცია ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე გაავრცელა.

სამმხრივი შეხვედრა, ნიკოლ ფაშინიანის ცნობითვე, მოსკოვში 25 მაისს გაიმართება.

სომხეთის პრემიერის განმარტებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, პირველ ივნისს მოლდოვაშიც გაიმართება. ამასთან, კიდევ ერთი უმაღლესი დონის შეხვედრა ივლისში, ბრიუსელში იგეგმება.

უკანასკნელ სამმხრივ შეხვედრაზე ბრიუსელში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა შარლ მიშელის მოდერაციით, მხარეებმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა [სომხეთი აცხადებს, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვრების ფარგლებში 86,6 ათასი კვ. კილომეტრი; აზერბაიჯანი სომხეთის 29,8 ათას კვ. კილომეტრს აღიარებს] აღიარეს, რასაც ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ორმხრივი უერთიერთობების ნორმალიზაციისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. შემდეგ ნაბიჯად კი, სომხეთის პრემიერი საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ჩამოყალიბებისთვის საფუძველის ჩაყრას განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი