“ამ ვალდებულებით ნიკოლ ფაშინიანი უხეშად არღვევს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და სომხეთის კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი დოკუმენტი, სადაც მთიანი ყარაბაღი შეტანილი იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკისთვის”,
დეპუტატები მოუწოდებენ სრულიად სომეხ ხალხს, არ დაუშვან “სომხეთის ხელისუფლების “კატასტროფული ნაბიჯები” და არ დაუთმონ აზერბაიჯანს არცახი. ამასთან, ისინი მოუწოდებენ სომხეთისა და არცახის [მთიანი ყარაბაღის] მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს, დაგმონ ფაშინიანის 22 მაისს განცხადება.
ამასთან, როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთს ამისთვის საერთაშორისო გარანტიები სჭირდება.
სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკანასკნელი ასეთი შეხვედრა ბრიუსელში, სამმხრივ ფორმატში [ნიკოლ ფაშინიანი-ილჰამ ალიევი-შარლ მიშელი] 14 მაისს გაიმართა.