სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

9 მარტი, 2016 • 1427
სომხეთში ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, სომხეთში, რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიზე 8 მაარტს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტები აცხადებენ, რომ უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკო სასამართლო პროცესი რუსეთში უკანონოდ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა უკრაინელი მფრინავის გათავისუფლება მოითხოვეს.

ნადეჟდა სავჩენკო 1981 წელს კიევში დაიბადა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერია და ერთ-ერთი პირველი ქალია უკრაინაში, რომელიც საჰაერო ძალების პილოტი გახდა. სავჩენკო მოხალისედ იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ “აიდარის” შემადგენლობაში. 2014 წლის ნოემბერში ნადეჟდა სავჩენკო მერვე მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა პარტია “ბატკივშინადან”.

უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლ ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება ლუგანსკის ოლქში საარტილერიო სროლების შედეგად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლის ჟურნალისტების დაღუპვაში მონაწილეობა და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

გამოძიების ინფორმაციით, სავჩენკომ გადამღები ჯგუფის კოორდინატები დაადგინა და უკრაინის სამხედროებს გადასცა. ამ კოორდინატების გამოყენებით 2014 წლის 17 ივნისს დაუდგენელმა პირებმა ჭურვები ჩაყარეს ლუგანსკში, მეტალისტის დასახლებაში, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაიღუპნენ. გამოძიება ასევე ირწმუნება, რომ სავჩენკომ ლტოლვილად გაასაღა თავი და გადაკვეთა რუსეთის საზღვარი, სადაც ის დააკავეს.

akcia-nkar

ნადეჟდა სავჩენკოსადმი სოლიდარობის აქცია ერევანში, რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 08.03.2016 ფოტო: Ц1+

მფრინავის ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ მომხდარიდან რამდენიმე დღეში მათ გამოძიებას წარუდგინეს ოფიციალური მონაცემები სავჩენკოს ტელეფინიდან ამოღებული სიგნალების შესახებ, რომლის თანახმადაც მტკიცდება, რომ ჟურნალისტებზე დავდასხმის დროს სავჩენკო უკვე ტყვედ იყო აყვანილი. თავად სავჩენკოც აცხადებს, რომ სეპარატისტებმა ლუგანსკის ტერიტორიიდან გაიტაცეს და ვორონეჟის ოლქში წაიყვანეს, სადაც რუსეთის სპეც-სამსახურებს გადასცეს.

სავჩენკოს წინააღმდეგ არსებული ბრალდებების აბსურდულობაზე 8 მარტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კინორეჟისორმა ტიგრან ხზმალიანმა ისაუბრა.

“სავარაუდო დანაშაული, რომელშიც მას ბრალს დებენ, უკრინის ტერიტორიაზე მოხდა. რუსეთის სასამართლოს არავითარი უფლებამოსილება არ აქვს, სასმართლო განხილვა აწარმოოს”- განაცხადა მან Armenia Today-სთან საუბრისას.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აქციას რუსეთის საელჩოსგან არავინ გამოხმაურებია.

“თავისუფლება ნადია სავჩენკოს!”- სოლიდარობის აქცია 8 მარტს თბილისშიც, რუსეთის საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სავჩენკოს გამოსახულებით ფრანები გაუშვეს. უკრაინელ მფრინავს მოსკოვშიც გამოექომაგნენ და მის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 30-მდე აქტივისტი დააკავა.  7 მარტს კი სავჩენკოსადმი სოლიდარობის ნიშნად კიევში, რუსეთის საელჩოს წინ 2,000-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე შეკრებილები სავჩენკოს დაუყონებლივ გათავისუფლებასა და უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვდნენ.  კიდევ ერთი აქცია დღეს, 9 მარტს გაიმართა თბილისში, თავისუფლების მოედანზე. “ნაციონალურმა მოძრაობამ” სავჩენკოს გათავისუფლება მოითხოვა და და დეკლარაციის პროექტის შექმნის შესახებ განაცხადა.

ნადია სავჩენკოს საქმეზე მოსკოვში სასამართლო გადაწყვეტილებას 21 მარტს გამოაცხადებს. მედიის ცნობით, სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს, 9 მარტს გაიმართა, სავჩენკომ სასამართლოს განუცხადა, რომ პროტესტის ნიშნად საკვებსა და წყალს კვლავ არ მიიღებს. პროცესის დასასრულს სავჩენკომ მოსამართლესა და ბრალმდებლებს შუა თითი უჩვენა. ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელძღვანელ ფედერიკა მოგერინის ნადეჟდა სავჩენკოს საქმის გამო ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის 28 ინდივიდუაური პირის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართეს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი