ახალი ამბები

ნადია სავჩენკოს საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 21 მარტს გამოიტანს

9 მარტი, 2016 • 1466
ნადია სავჩენკოს საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 21 მარტს გამოიტანს

რადიო თავისუფლების ცნობით, ნადია სავჩენკოს საქმეზე მოსკოვში სასამართლო გადაწყვეტილებას 21 მარტს გამოაცხადებს.

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს, 9 მარტს გაიმართა, სავჩენკომ სასამართლოს განუცხადა, რომპროტესტის ნიშნად საკვებსა და წყალს კვლავ არ მიიღებს. პროცესის დასასრულს სავჩენკომ მოსამართლესა და ბრალმდებლებს შუა თითი უჩვენა.

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.

3 მარტს ნადია სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო.

უკრაინელი მფრინავის მხარდასაჭერად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია დღეს თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთანაც  გაიმართა.

სავჩენკოს მხარდასაჭერი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლითაც საქართველოს პარლამენტის სხვა ფრაქციებს მიმართავს, რათა პარლამენტმა მიიღოს აღნიშნული დეკლარაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი