ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად დეკლარაციის პროექტი შეადგინა [ფოტო]

9 მარტი, 2016 • 1621
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად დეკლარაციის პროექტი შეადგინა [ფოტო]

დღეს, 9 მარტს, თავისუფლების მოედანზე უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია გამართა და დეკლარაციის პროექტის შექმნის შესახებ განაცხადა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საპარლამენტო ფრაქიებმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“, „ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები“, „ნაციონალური მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“- დეკლარაცია შეადგინეს და ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

დეკლარაციის პროექტი ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად

დეკლარაციის პროექტი ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი გაბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დეკლარაციას საქართველოს პარლამენტის სხვა ფრაქციებიც დაუჭერენ მხარს.

“მივმართავთ სხვა ფრაქციებს პარლამენტში, სხვა ოპოზიციურ ფრაქციებს, რომ შემოუერთდნენ და მთელ მსოფლიოში მიმდინარე ამ კამპანიას დაუჭირონ მხარი”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

“ნადია სავჩენკო არ იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, დღეს ნადია სავჩენკო იბრძვის თავისი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის თავისუფლებისთვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მას გამოვუცხადოთ სოლიდარობა და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ ვაიძულოთ პუტინი, რომ გაათავისუფლოს საპყრობილიდან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ.

დღეს, თავისუფლების მოედანზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან უკრაინის შეირაღებული ძა…

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on Wednesday, March 9, 2016

უკრაინელი მფრინავის მხარდასაჭერად აქციები მსოფლიოს მასშტაბით იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ერთ-ერთი ასეთი აქცია გუშინ რუსეთის საელჩოსთან თბილისშიც გაიმართა. დღეს უნდა გაიმართოს რუსეთში ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო. აქციები დაგეგმილია მოსკოვსა და კიევში.

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.

3 მარტს ნადია სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წყლის მიღებაზეც იტყვის უარს.

აქცია თბილისში ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით. 9.03.2016 (C) EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი