ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტი – მყინვარწვერი აგვისტოში საკმაოდ ხალხმრავალი იყო. ამის შესახებ უამბო ნეტგაზეთს 7 ადამიანისგან შემდგარმა მოხალისე მოლაშქრე მთამსვლელთა ჯგუფმა, რომელიც მყინვარწვერზე 22-26 აგვისტოს ავიდა.
პირველ დღეს ისინი საბერწეზე დაბანაკდნენ, ხოლო მეორე დღეს- შავ ჯვართან. მესამე დღეს მოლაშქრეებმა დაისვენეს აკლიმატიზაციის მიზნით. როგორც თავად ამბობენ, მეოთხე დღეს კარგი ამინდი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო, რის გამოც ღამის 2 საათზე განაგრძეს გზა და დილის 10 საათზე უკვე მყინვარწვერზე იყვნენ.
“ნაწილი ბანაკში 2 საათზე დავბრუნდით, ნაწილი კი -3 საათზე. ჯამში, 12-13 საათი დრო დაგვჭირდა. მანამდე 7-კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი იყო ასული მყინვარწვერზე, დანარჩენებისთვის პირველი იყო.”
ნეტგაზეთი, ავტორების ნებართვით, გთავაზობთ მათ მიერ გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს, რომლებიც მთამსვლელთა ჯგუფის ხუთდღიან ლაშქრობას ასახავს.
საბანაკე ადგილი შავ (მეორე) ჯვართან, ზღვის დონიდან დაახლოებით 3800 მეტრზე, სახლში დაბრუნების დღე, ღამე ითოვა. 26 აგვისტო, ფოტო: ზაზა ბურჯანაძეადგილი უნაგირიდან მწვერვალამდე, მყინვარწვერზე ასასვლელი ბოლო აღმართი. 25 აგვისტო, ფოტო :დიტო კაპანაძეშემოთენება გზაზე, მაილის პლატო, 25 აგვისტო, ფოტო: ზაზა ბურჯანაძემყინვარწვერი, ზღვის დონიდან 5047 მეტრზე, 25 აგვისტო, ფოტო : ზაზა ბურჯანაძეადგილი უნაგირიდან მწვერვალამდე, მყინვარწვერზე ასავლელი ბოლო აღმართი. 25 აგვისტო, ფოტო: დიტო კაპანაძეხედი მყინვარწვერიდან, 25 აგვისტო, ფოტო: ზურა ეგეტაშვილიგასვლა პლატოდან უნაგირისკენ, 25 აგვისტო, ფოტო: დიტო კაპანაძეუნაგირთან (ადგილი მყინვარწვერამდე), 25 აგვისტო, ფოტო: ზურა ეგეტაშვილიაღმართი უნაგირამდე, 25 აგვისტო, ფოტო: დიტო კაპანაძეხედი უნაგირიდან, მთასვლელები ეშვებიან მყინვარწვერიდან, 25 აგვისტო ფოტო: დიტო კაპანაძეწვერიდან დაბრუნებისას მყივარწვერსზე ამსვლელთა სხვა ჯგუფი, განსხვავებული მარშუტით გადიან გზას პლატოდან უნაგირისკენ, 25 აგვისტო, ფოტო: ზურა ეგეტაშვილიხედი შავი ჯვრის საბანაკე ადგილიდან, ღრუბლებში გახვეული მყინვარწვერი, სრულიად განსხვავებული ხედით. 25 აგვისტო, ფოტო:ზაზა ბურჯანაძეგზაზე, საბერწედან (პირველი საბანაკე ადგილი) მეტეომდე, 23 აგვისტო ფოტო: ზაზა ბურჯანაძემეტეო სადგური, ზღვის დონიდან 3653 მეტრზე, ფოტო : 23 აგვისტო, ზაზა ბურჯანაძემეტეო, რომლის ეზოში განთავსებულია კარვის გასაშლელი ადგილი, ნაწილი ადგილები შემოღობილია ქვით, რომ ქარიან ამინდში უფრო მეტად იყოს დაცული: 23 აგვისტო, ფოტო : ზაზა ბურჯანაძემეტეო, 23 აგვისტო: ფოტო: ზაზა ბურჯანაძემყინვარწვერი, ზღვის დონიდან 5047მეტრზე ,25 აგვისტო, ფოტო: ზაზა ბურჯანაძემყინვარწვერზე ამსვლელთა ჯგუფი, წვერზე იღებენ საერთო ფოტოს, 25 აგვისტოხედი კარვიდან, შავი ჯვრის საბანაკე ადგილიდან, დაბრუნების ბოლო დღეს მოთოვა, 26 აგვისტო, ფოტო:ზაზა ბურჯანაძეშავი ჯვრის საბანაკე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3800 მეტრი, მწვერვალზე გასვლის წინა დღე, ნისლით არის დაფარული გარემო, 24 აგვისტო, ფოტო: ზაზა ბურჯანაძეშემოთენება პლატოზე, 25 აგვისტო ,ფოტო: ზაზა ბურჯანაძე
მყინვარწვერი მთამსვლელთა კიდევ ერთმა ჯგუფმა აგვისტოს ბოლოს, 28 აგვისტოს დალაშქრა. ფოტოები ნეტგაზეთს გოგა საფარაშვილმა მიაწოდა.
გოგას თქმით, 17-კაციანმა ჯგუფმა 26 აგვისტოს აიღო მყინვარისკენ გეზი და მათი ლაშქრობა 29 აგვისტომდე გაგრძელდა. მყინვარზე ჩვიდმეტივე მთამსვლელი ავიდა.
გერგეთის სამების ხედი მყინვარიდან, 28 აგვისტო. ფოტო: გოგა საფარაშვილიქედი საბერწემდე, რის შემდეგაც გერგეთის ხედი ჩანს. 28 აგვისტო. ფოტო: გოგა საფარაშვილიმეტეომდე მისასვლელი გზა. 28 აგვისტო. ფოტო: გოგა საფარაშვილიმთიდან ხშირად ქვები ცვივა, რის გამოც “ხმაურას” უწოდებენ. 28 აგვისტო. ფოტო: გოგა საფარაშვილიმეტეომდე მისასვლელი გზა. 28 აგვისტო. ფოტო: გოგა საფარაშვილი
აგვისტოს ბოლოს კიდევ რამდენიმე ჯგუფი ავიდა მყინვარზე. გთავაზობთ მათე ფიცხელაურისა და ელენე მალაშევსკი-ჯაყელის ფოტოებს, რომელიც ნეტგაზეთს მოლაშქრეებმა თავად მიაწოდეს.
მყინვარწვერი აგვისტოში. ფოტო: მათე ფიცხელაურიმთამსვლელთა მესამე ჯგუფი მყინვარზე. ფოტო: მათე ფიცხელაურიმთამსვლელთა მესამე ჯგუფი მყინვარზე. ფოტო: მათე ფიცხელაურიმყინვარწვერისკენ მიმავალი მოლაშქრეები. ფოტო: ელენე მალაშევსკი-ჯაყელიმყინვარწვერისკენ მიმავალი მოლაშქრეები. ფოტო: ელენე მალაშევსკი-ჯაყელიმყინვარწვერისკენ მიმავალი მოლაშქრეები. ფოტო: ელენე მალაშევსკი-ჯაყელი