ახალი ამბები

გარემოს სააგენტომ ყაზბეგში ღვარცოფის ადგილას დამცავი ღონისძიებების გატარების რეკომენდაცია გასცა

18 აგვისტო, 2023 • 2211
გარემოს სააგენტომ ყაზბეგში ღვარცოფის ადგილას დამცავი ღონისძიებების გატარების რეკომენდაცია გასცა

გარემოს ეროვნული სააგენტო ყაზბეგში, გუშინ, 17 აგვისტოს, ღვარცოფის გავლის ადგილას დამცავი ღონისძიებების გატარების რეკომენდაციას გასცემს. ამის შესახებ სააგენტომ დღეს, 18 აგვისტოს გააკეთა განცხადება.

სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა შეისწავლეს ე.წ. თარგმანის უბანსა და უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ღვარცოფის გავლის ადგილები და შესაბამის უწყებებთან განიხილავენ “ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხს”.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ცნობით, უხვი ნალექის გამო გუშინ მდინარე ადიდდა და გამოწვეულმა ღვარცოფმა გზა დატბორა. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი