საავტომობილო  გზების დეპარტამენტი წერს, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გუშინ, 31 ივლისს, გზა იმის გამო დაიკეტა, რომ ყაზბეგში მეწყერი ჩამოწვა.

როგორც შსს-ს გვერდზე დაიწერა, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა სასიგნალო შეტყობინება.

“პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის”, – წერს შსს.