ფოტო

ფოტოკონკურსი: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა – ეკა ბარბაქაძის ფოტო

4 ივნისი, 2016 • 1892
ფოტოკონკურსი: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა – ეკა ბარბაქაძის ფოტო

ნომინაცია: თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა

ფოტოს ავტორი: ეკა ბარბაქაძე, სამხატვრო აკადემია/არქიტექტურა

ფოტოს აღწერა: სასტუმრო „მილენიუმი“, რომელიც განხილვის ეპიცენტრშია უკვე რამდენიმე თვეა, აგებულია „იმელის“ შენობის უკან.ეს უკანასკნელი 2007 წელს ამოღებულ იქნა კულტურული მემკიდრეობის ძეგლთა სიიდან, ხოლო 2008 წელს იგი ახალი მფლობელის ხელში გადავიდა, რომელმაც 2011 წელს დაიწყო სასტუმრო „მილენიუმის“ მშენებლობა. აღნიშნულ ფოტოზე ვხედავთ ყოფილი ტელეგრაფის (1978) შენობასა და სასტუმრო „მილენიუმს“. მათ შორის კონტრასტი „მილენიუმის“ შემინული ფასადით შეამცირეს, რომელიც მთლიანად ირეკლავს ცას და მის გარშემო არსებულ შენობებს.
თითოეული ადამიანის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია ამ სახის თანამედროვე არქიტექტურასა და კულტურული ძეგლების შესაბამისობასთან დაკავშირებით. შესაძლოა, სწორედ კონტრასტი ქმნიდეს ესთეტიკას. კადრში აღნიშნული კომუნიკაციის ხაზები თითქოს ერგვარად ქართველი საზოგადოების აზრს გამოხატავს თანამედროვე არქიტექტურასთან დაკავშირებით.იგი უარყოფს და ხაზს უსვამს ყველაფერს, რაც ზედმეტად მიაჩნია.
ეკა ბარბაქაძე

ფოტოკონკურსი ტარდება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ.
არმოდგენილი ფოტოს საავტორო უფლებებზე პასუხისმგებელია ფოტოს ავტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი