ფოტო

ფოტოკონკურსი: ქალაქი და ადამიანები – ვალერი ოთხზორია  ფოტო

30 მაისი, 2016 • 1631
ფოტოკონკურსი: ქალაქი და ადამიანები – ვალერი ოთხზორია  ფოტო

ნომინაცია: ქალაქი და ადამიანები

ფოტოს ავტორი: ვალერი ოთხზორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფოსი

ფოტოს აღწერა: ფოტოს სახელწოდებაა „მშვიდობა!“ [„Peace!“] გადაღებულია სტამბულში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე – ტაქსიმზე; ამ მიდამოებში ცოტა ხნის წინ მოხდა ტერორისტული აქტი, რომელმაც შეძრა სრულიად სტამბული, თურქეთი და მთელი მსოფლიო. ამის გამო ღარიბი რეპერტუარით გამოირჩეოდა სტამბულის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა ბევრმა უცხოელმა თეატრმა არ მიიღო… მე ვიყავი ჩასული, როგორც თეატრის კრიტიკოსი ამ ფესტივალზე და სწორედ ამ პერიოდში (18-22 მაისი) გადავიღე ეს ფოტო. იგი გამოხატავს და თანაუგრძნობს თანამედროვე ადამიანს დიდ ქალაქში. მასზე გამოსახულია მათხოვარი საოცრად ექსპრესიული თვალებით და დამფრთხალი მტრედები. დრამატიზმი, რომელიც ამ ფოტოზე აისახა, ხაზს უსვამს სიცოცხლის ეგზისტენციალურ განწირულობასა და ამავე დროს სილაღეს, თავისუფლებას, მის ცხოველმყოფლობას ყველა შემთხვევაში. ფოტო გადაღებულია მოძრაობის მომენტში, სპონტანურად, ამიტომაც გადღაბნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ნეგატიური შტრიხი ინდივიდუალობას სძენს მას და დამთვალიერებს ავსებს უკმაყოფილების გრძნობით, რომელიც ხარისხის დანაკლისითაა გამოწვეული; მეორე მხრივ, ეს ბუნდოვანება კარგად შეერწყა არსებულ კონტექსტს, რომელსაც ფოტო ეხება, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობის ლოკალურ და გლობალურ თემასთან თანამედროვე მსოფლიოში. მშვიდობის თვალსაწიერი ლოგიკურ (დრამატულ, საბედისწერო) ბუნდოვანებას მოუცავს.

ვალერი ოთხზორია ქალაქი და ადამიანები

ფოტოკონკურსი ტარდება სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ.
არმოდგენილი ფოტოს საავტორო უფლებებზე პასუხისმგებელია ფოტოს ავტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი