ნომინაცია: ევროპისკენ
ფოტოს ავტორი: ვალერი ოთხზორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფოსი
ფოტოს აღწერა: მასზე გამოსახულია ფრანგული ინსტიტუტის შენობა სტამბულში და თეატრის კრიტიკოსი, ჩემი ერთ-ერთი თანასემინარიელი კვებეკიდან, წიგნით ხელში. თუ არ ვცდები, ის კითხულობს ორჰან ფამუქის რომელიღაც რომანს… ფოტო კარგად გამოხატავს ევროპის მთავარ არსს: წიგნიერებას. ასევე, გოგოს უკან მდგარი წიგნის ემბლემა ხაზს უსვამს ამ იდეას, ხოლო აქეთ-იქიდან ხეები ფოტოს სიცოცხლის ენერგიითა და სინაზით ავსებენ. ეს ფოტოც გადღაბნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის სურათი ჩვენს წინაშე დღესდღეობით სწორედ ამ ხარისხშია წარმოდგენილი: დაწმენდილი გამოსახულება ევროპისა ჩვენს საზოგადოებას ჯერჯერობით არ გააჩნია.